მოდა

ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
ქართული მოდა მოდის

ქართული მოდა მოდის

საიდან მოდის საერთოდ მოდა? თავიდან ადამიანმა ჩაცმა ალბათ კლიმატურ პირობებთან გამკლავების და სხეულის სხვადასხვა მცენარეებისა თუ მწერებისგან დაცვის მიზნით დაიწყო. ხან ფოთლები აიფარა, ხან ცხოველები გაატყავა და ჩაიცვა, ბოლოს მცენარის ღეროსგან საკუთარი ხელითაც კი გამოიყვანა პირველი ძაფი. ეს პირველი ძაფი კი 34 000 წლის არის და არც მეტი არც ნაკლები - საქართველოშია ნაპოვნი! ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ ღვინის, პურისა და ცეკვის გარდა, მოდის სამშობლოც ვართ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ინსპირაცია მოდაში, მოდის ბუნების პალიტრიდან, ისტორიული წყაროებიდან, არქიტექტურიდან, სიცოცხლით სავსე ყოველდღიურობიდან და ა.შ. უამისობას კი ნამდვილად არ ვუჩივით.  არც შემოქმედებითობა გვაკლია და არც მეამბოხე სული. ინსპირაცია + შემოქმედებითობა + მეამბოხე სული და გამბედაობა - ესეც ფორმულა რომელმაც, ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშები შექმნა! შემოქმედებითობასა და გამბედაობასთან ერთად, ქართველებს სიამაყეც გვახასიათებს. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ბუნება, კულტურა და ისტორია. გვიყვარს და გვეამაყება ჩვენი იდენტობისა და უნიკალურობის ხაზგასმა. მოდა კი ამისთვის იდეალური საშუალებაა. თანამედროვე სამოდელო ინდუსტრია არ არის უბრალოდ ტანსაცმლის წარმოება, ის არის საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოვლენა და ერთგვარი ამბოხი.  დიზაინერი ალქიმიკოსია, ვინც ქსოვილებისა და ფერების კომბინაციას თვითგამოხატვად და საკუთარი თავის რწმენად აქცევს.  ის ერთგვარი მედიუმია, რომელმაც უნდა დაინახოს ხალხის მოთხოვნა მომავლიდან და უპასუხოს ამ მოთხოვნებს.  მოდის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას არაერთი ქართველი დიზაინერი აღწევს. მათ ნამუშევრებს ნიუ იორკის, მილანის, ბერლინის, ლონდონის წამყვან  ჩვენებებსა თუ ე.წ. „კონცეპტ სთორებში” შეხვდებით.  ქართველი დიზაინერების ტანისამოსის მომხმარებლებს შორის მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები არიან: ბიონსე, რიანა, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, გალ გადოტი, კრისტენ სტიაურტი, ბელა ჰადიდი და ა.შ.  მისი ჩვენებები აღძრავს ფიქრს და ემოციას. აჩენს კითხვის ნიშნებს და აპროვოცირებს ახლებურ ხედვას.  ქართული მოდის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელია დევიდ კომა. 2009 წელს მან საკუთრი ბრენდი David Koma დაარსა. 2014 წლიდან კი ის Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახდა.  დევიდ კომას ესთეთიკა გამოირჩევა მინიმალიზმით, ფერთა შეზღუდული პალიტრით და ისეთი ელემენტების გამოყენებით როგორებიცაა: მეტალები, მძივები და გეომეტრიული ფიგურები. კომას ხელწერაა ქალის სილუეტით შთაგონებული მკვეთრად გამოხატული ფორმები.   დევიდ კომამ საკუთარ დიზაინში ქართული ჩოხის ელემენტებიც გამოიყენა. VOGUE-ისთვის მიცემულ კომენტარში, კომამ ჩოხის გარდა ცეკვა „ქართულიც” ახსენა, როგორც საკუთარი ინსპირაციის წყარო და მას, ქალსა და მამაკაცს შორის, დრამატული „შეჯახება” უწოდა.  სხვათაშორის, დევიდ კომამ ექსკლუზიურად „ბორჯომისთვის", ქილის ლიმიტირებული, საახალწლო დიზაიანი შექმნა! „ბორჯომის" და კომას კოლაბორაციის შედეგს დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ბმულზე. თანამედროვე ქართული მოდის კიდევ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბრენდი Situationist-ია, რომლის დამაარსებელი თვითნასწავლი დიზაინერი ირაკლი რუსაძეა. ბრენდი 2016 წელს დაარსდა და ქართული ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის შერწყმას წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, 32 გრემის მფლობელმა ბიონსემ „რენესანსის" მსოფლიო ტურნეს ორი შოუ, დევიდ კომასა და  situationist-ის კოსტიუმებით გახსნა. „რენესანსის” ტურნე, ქალი შემსრულებლის მიერ ჩატარებული ყველა დროის ყველაზე მასშტაბური და მაღალშემოსავლიანი ტურნეა. ქართულ მოდა ერთ-ერთი ის ინსტრუმენტია, რითიც ჩვენი ხმა შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ. ის ტრადიციულობისა და ინოვაციურობის, ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ევროპული და აზიური გავლენების, წარსულისა და მომავლის საოცარი მიქსია. სწორედ ამაშია ალბათ მისი უნიკალურობა.  Სხვათაშორის, ქართველების გემოვნებით ჩაცმის ნიჭს საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურებიც აღნიშნავდნენ. ქართული მოდის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ Tbilisi Fashion Week-ის სპონსორი რამდენჯერმე იყო. 
19 დეკემბერი, 2023
დევიდ კომა, ქართული ესთეტიკის ამბასადორი

დევიდ კომა, ქართული ესთეტიკის ამბასადორი

დევიდ კომა, იგივე დავიდ კომახიძე, საქართველოში დაბადებული და მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერია, ამ ადამიანმა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ისეთი ვარსკვლავები შემოსა, როგორებიცაა: სინდი კროუფორდი, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ბიონესე.  დევიდ კომა ერთ-ერთი პირველია იმ ქართველებს შორის, ვინც საკუთარი შემოქმედებით საზღვრები გაარღვია და ჩვენი ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოს მოჰფინა. დღემდე შეგვიძლია მას ქართული ესთეტიკის ამბასადორი ვუწოდოთ და ამის დასტურად ბიონსეს მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც მსოფლიო ტურნეში დევიდ კომას მიერ შექმნილი სამოსით წავიდა და 2022 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზეც ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა.    დევიდ კომა საქართველოში დაბადებული კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ბრენდია. ბორჯომი კი ქართული მოდის გულშემატკივარი. ამ მოცემულობამ კი ამ ორი ბრენდების კოლაბორაცია გამოიწვია. ადელის, ბიონსეს, და სხვა ვარსკვლავების შემდეგ, დევიდ კომამ ახლა უკვე ბორჯომიც შემოსა.  2022 წელს, მისი დიზააინით შექმნილი ბორჯომი, ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.  ქართული ტრადიციული იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სადა და დახვეწილი ორნამენტები, ბორჯომის ქილას დამატებით სიცოცხლეს და ელეგანტურობას სძენს. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ინსპირაციად აღებული თამარ მეფის სამკაული ერთდროულად ატარებს დედოფლურ მშენებასა და მეფურ დიდებას   ბორჯომმა თბილისში დევიდ კომასაც უმასპინძლა.(ვიდეო) ალბათ დაკვირვებიხართ, ტანსაცმელს მაგიური თვისეები აქვს, შეუძლია განწყობის დარეგულირება,  თავდაჯერების მომატება, ან სინაზე, ან შემართება, თუნდაც  იქნებ  ბორჯომზეც ასეა? იქნებ მასზეც ისე მოქმედებს დედოფლური სამოსი, როგორც ადამიანზე,  ვინ იცის, ბროჯომის წყალიც ხომ ცოცხალი?! მასაც თავისი ქიმია და შინაგანი გეომეტრია გააჩნია. დევიდ კომას დიზაინი კიდევ ერთი დამატებითი ელემენტია დედამიწის გულიდან წამოსულ მაცოცხლებელ წყალში.  8000 მეტრიანი მოგზაურობის ღირსეული დაგვირგვინება.  როდესაც ქილა ხელში გიჭირავს, თუ ყურადღებას რამდენიმე წამით ორნამეტებზე გააჩერებ მიხვდები, რომ უბრალო მინერალური წყალი კი არა, მთელი შენი ქვეყნის სიმდიდრე გიპყრია ხელთ. ძველიც, ახლიც და უახლესიც. მატერიალურიც და არამატერიალურიც.  როგორც ივ სენ ლორანი ამბობს,  “დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი, რომელიც მას ჩაიცვამს.” ბორჯომმაც მოიხდინა თამარ მეფის სამკაულისგან შთაგონებული შესამოსი, რადგან თავად ბორჯომიც სამკაულია საქართველოსი.   
19 დეკემბერი, 2023