მოდა

მოდა

19 დეკემბერი, 2023

დევიდ კომა, ქართული ესთეტიკის ამბასადორი

დევიდ კომა, იგივე დავიდ კომახიძე, საქართველოში დაბადებული და მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერია, ამ ადამიანმა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ისეთი ვარსკვლავები შემოსა, როგორებიცაა: სინდი კროუფორდი, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ბიონესე. 

დევიდ კომა ერთ-ერთი პირველია იმ ქართველებს შორის, ვინც საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები გაარღვია და ჩვენი ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოს მოჰფინა. დღემდე შეგვიძლია მას ქართული ესთეტიკის ამბასადორი ვუწოდოთ და ამის დასტურად ბიონსეს მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც მსოფლიო ტურნეში დევიდ კომას მიერ შექმნილი სამოსით წავიდა და 2022 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზეც მისი კაბით წარსდგა.   

დევიდ კომა საქართველოში დაბადებული კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ბრენდია. ბორჯომი კი ქართული მოდის გულშემატკივარი. ამ მოცემულობამ კი ამ ორი ბრენდის კოლაბორაცია გამოიწვია.

ადელის, ბიონსეს და სხვა ვარსკვლავების შემდეგ, დევიდ კომამ ახლა უკვე ბორჯომიც შემოსა. 


2022 წელს, მისი დიზაინით შექმნილი ბორჯომი, ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.  ქართული ტრადიციული იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სადა და დახვეწილი ორნამენტები, ბორჯომის ქილას დამატებით სიცოცხლეს და ელეგანტურობას სძენს. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ინსპირაციად აღებული თამარ მეფის სამკაული ერთდროულად ატარებს დედოფლურ მშვენებასა და მეფურ დიდებას 
 

ბორჯომმა თბილისში დევიდ კომასაც უმასპინძლა.



ალბათ დაკვირვებიხართ, ტანსაცმელს მაგიური თვისებები აქვს, შეუძლია განწყობის დარეგულირება,  თავდაჯერების მომატება, ან სინაზე, ან შემართება.იქნებ  ბორჯომზეც ასეა? იქნებ მასზეც ისე მოქმედებს დედოფლური სამოსი, როგორც ადამიანზე,  ვინ იცის, ბროჯომის წყალიც ხომ ცოცხალია?! მასაც თავისი ქიმია და შინაგანი გეომეტრია გააჩნია. დევიდ კომას დიზაინი კიდევ ერთი დამატებითი ელემენტია დედამიწის გულიდან წამოსულ მაცოცხლებელ წყალში.  8000 მეტრიანი მოგზაურობის ღირსეული დაგვირგვინება. 

როდესაც ქილა ხელში გიჭირავს, თუ ყურადღებას რამდენიმე წამით ორნამენტებზე გააჩერებ, მიხვდები, რომ უბრალო მინერალური წყალი კი არა, მთელი შენი ქვეყნის სიმდიდრე გიპყრია ხელთ. ძველიც, ახალიც და უახლესიც. მატერიალურიც და არამატერიალურიც. 

როგორც ივ სენ ლორანი ამბობს,  “დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი, რომელიც მას ჩაიცვამს.ბორჯომმაც მოიხდინა თამარ მეფის სამკაულისგან შთაგონებული შესამოსი, რადგან თავად ბორჯომიც სამკაულია საქართველოსი. 

 

Share on social media