ქართული მოდა მოდის
საიდან მოდის საერთოდ მოდა?
თავიდან ადამიანმა ჩაცმა ალბათ კლიმატურ პირობებთან გამკლავების და სხეულის სხვადასხვა მცენარეებისა თუ მწერებისგან დაცვის მიზნით დაიწყო. ხან ფოთლები აიფარა, ხან ცხოველები გაატყავა და ჩაიცვა, ბოლოს მცენარის ღეროსგან საკუთარი ხელითაც კი გამოიყვანა პირველი ძაფი.
ეს პირველი ძაფი კი 34 000 წლის არის და არც მეტი არც ნაკლები - საქართველოშია ნაპოვნი!
ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ ღვინის, პურისა და ცეკვის გარდა, მოდის სამშობლოც ვართ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ინსპირაცია მოდაში, მოდის ბუნების პალიტრიდან, ისტორიული წყაროებიდან, არქიტექტურიდან, სიცოცხლით სავსე ყოველდღიურობიდან და ა.შ. უამისობას კი ნამდვილად არ ვუჩივით. არც შემოქმედებითობა გვაკლია და არც მეამბოხე სული. ინსპირაცია + შემოქმედებითობა + მეამბოხე სული და გამბედაობა - ესეც ფორმულა რომელმაც, ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშები შექმნა!
შემოქმედებითობასა და გამბედაობასთან ერთად, ქართველებს სიამაყეც გვახასიათებს. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ბუნება, კულტურა და ისტორია. გვიყვარს და გვეამაყება ჩვენი იდენტობისა და უნიკალურობის ხაზგასმა. მოდა კი ამისთვის იდეალური საშუალებაა. თანამედროვე სამოდელო ინდუსტრია არ არის უბრალოდ ტანსაცმლის წარმოება, ის არის საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოვლენა და ერთგვარი ამბოხი.
დიზაინერი ალქიმიკოსია, ვინც ქსოვილებისა და ფერების კომბინაციას თვითგამოხატვად და საკუთარი თავის რწმენად აქცევს.
ის ერთგვარი მედიუმია, რომელმაც უნდა დაინახოს ხალხის მოთხოვნა მომავლიდან და უპასუხოს ამ მოთხოვნებს.
მოდის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას არაერთი ქართველი დიზაინერი აღწევს. მათ ნამუშევრებს ნიუ იორკის, მილანის, ბერლინის, ლონდონის წამყვან ჩვენებებსა თუ ე.წ. „კონცეპტ სთორებში” შეხვდებით.
ქართველი დიზაინერების ტანისამოსის მომხმარებლებს შორის მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები არიან: ბიონსე, რიანა, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, გალ გადოტი, კრისტენ სტიაურტი, ბელა ჰადიდი და ა.შ.
მისი ჩვენებები აღძრავს ფიქრს და ემოციას. აჩენს კითხვის ნიშნებს და აპროვოცირებს ახლებურ ხედვას.
ქართული მოდის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელია დევიდ კომა. 2009 წელს მან საკუთრი ბრენდი David Koma დაარსა. 2014 წლიდან კი ის Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახდა.
დევიდ კომას ესთეთიკა გამოირჩევა მინიმალიზმით, ფერთა შეზღუდული პალიტრით და ისეთი ელემენტების გამოყენებით როგორებიცაა: მეტალები, მძივები და გეომეტრიული ფიგურები. კომას ხელწერაა ქალის სილუეტით შთაგონებული მკვეთრად გამოხატული ფორმები.
დევიდ კომამ საკუთარ დიზაინში ქართული ჩოხის ელემენტებიც გამოიყენა. VOGUE-ისთვის მიცემულ კომენტარში, კომამ ჩოხის გარდა ცეკვა „ქართულიც” ახსენა, როგორც საკუთარი ინსპირაციის წყარო და მას, ქალსა და მამაკაცს შორის, დრამატული „შეჯახება” უწოდა.
სხვათაშორის, დევიდ კომამ ექსკლუზიურად „ბორჯომისთვის", ქილის ლიმიტირებული, საახალწლო დიზაიანი შექმნა! „ბორჯომის" და კომას კოლაბორაციის შედეგს დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ბმულზე.
თანამედროვე ქართული მოდის კიდევ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბრენდი Situationist-ია, რომლის დამაარსებელი თვითნასწავლი დიზაინერი ირაკლი რუსაძეა. ბრენდი 2016 წელს დაარსდა და ქართული ისტორიული მემკვიდრეობის და ავანგარდული ხედვის შერწყმას წარმოადგენს.
წარმოიდგინეთ, 32 გრემის მფლობელმა ბიონსემ „რენესანსის" მსოფლიო ტურნეს ორი შოუ, დევიდ კომასა და situationist-ის კოსტიუმებით გახსნა. „რენესანსის” ტურნე, ქალი შემსრულებლის მიერ ჩატარებული ყველა დროის ყველაზე მასშტაბური და მაღალშემოსავლიანი ტურნეა.
ქართულ მოდა ერთ-ერთი ის ინსტრუმენტია, რითიც ჩვენი ხმა შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ. ის ტრადიციულობისა და ინოვაციურობის, ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ევროპული და აზიური გავლენების, წარსულისა და მომავლის საოცარი მიქსია. სწორედ ამაშია ალბათ მისი უნიკალურობა.
Სხვათაშორის, ქართველების გემოვნებით ჩაცმის ნიჭს საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურებიც აღნიშნავდნენ.
ქართული მოდის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ Tbilisi Fashion Week-ის სპონსორი რამდენჯერმე იყო.