მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

19 დეკემბერი, 2023

ბორჯომი და პოპ კულტურა

ბრენდები ხვდებიან ფილმებში და ხანდახან ისეთ დაუვიწყარ მომენტებს ქმნიან, ბევრ მსახიობსაც კი შეშურდება. ჯერ მარტო დოქტორ პეპერსის და ფორესტ გამპის მომენტი რად ღირს.  ამ ეპიზოდმა ეს სასმელი  ადამიმანების ცნობიერებაში სამუდამოდ დააკავშირა საკულტო ფილმთან.  

პოპულარული ბრენდების გამოყენებას რეჟისორები არ ერიდებიან,  მათ სურთ, რომ მაქსიმალურად ზუსტად  აღწერონ ის რეალობა, რომელსაც კინოში იღებენ. 

გამონაკლისი არც „ბორჯომი" ყოფილა, დიდი ტრადიციისა და  კულტურის ბრენდი, თქვენთვის ნაცნობ არაერთ ფილმში გვევლინება. რამდენიმე მათგანი მართლა გაგაკვირვებთ. 

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფილმებში „ბორჯომის" მოხვედრა  გასაკვირი არ არის, მაგრამ საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკაში, სადაც მოქმედება შორეულ მომავალში ხდება, „ბორჯომის" აღმოჩენა ნამდვილი სიუპრიზია.  არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა, ანდრეი ტარკოვსკის „სოლარისში", სოლარისტიკის შესახებ კონფერენციის სცენაში მაგიდაზე მაცოცხლებელი წყლის ბოთლები დევს. არადა როგორც ამბობენ, ბოთლი ეტიკეტით შებრუნებული უნდა მდგარიყო, მაგრამ თავად რეჟისორის მოთხოვნით, ბოთლის ეტიკეტი ეკრანზე ჩნდება, რადგან მას ღრმად სწამდა, რომ „ბორჯომი" მომავალშიც აუცილებლად იარსებებდა და ჩვეულებისამებრ სამეცნიერო კონფერენციების მაგიდებსაც დაამშვენებდა.

 

„ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"

„სოლარისში" „ბორჯომის" გამოჩენა თუ მოულოდნელი სიურპრიზია, „ცისფერ მთებში" ნამდვილად არ არის დაუჯერებელი ამბავი. მაშინ, როდესაც სოსო გამომცემლობის შენობაში აღმა-დაღმა დადის და თავისი ნაწარმოების წამკითხველს ეძებს თანამშრომლები ჭადრაკს თამაშობენ. სწორედ ამ მომენტში ერთი მოთამაშე „ბორჯომს" გეახლებათ. „ცისფერი მთები" ალბათ ყველაზე მეტად ასახავს იმ პერიოდის რეალობას, „ბორჯომიც", ამ რეალობის განუყოფელი ნაწილი იყო, სწორედ ასეთი პატარა დეტალები ტოვებენ სინამდვილის განცდას, რომელიც ასე ნაცნობია ყველასთვის. 


„ცისფერი მთების"
შემდეგ, დიდი ნახტომი გავაკეთოთ, „ბორნის ულტიმატუმი". 

ჯეისონ ბორნის შესახებ ალბათ გსმენიათ, უმაღლესი დონის ჯაშუშია, რომელსაც მეხსიერება უღალატებს და საკუთარი თავის ძიებას იწყებს.  ეს გზა კი გრძელი, სახიფათო და თავაგდასავლებით სავსეა, ამ გზაზე მეთ დეიმონის გმირს „ბორჯომის" ბოთლთანაც კი მიიყვანს. 

დევიდ კრონენბერგის ფილმში „აღმოსავლური დაპირებები" „ბორჯომი" ისეთ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობს, როგორებიც არიან - ნაომი უოტსი, ვინსენ კასელი და ვიგო მორტენსენი. ფილმში მოვლენები ვითარდება ლონდონში, სადაც რუსული მაფიის ირგვლივ დატრიალებული ამბებია აღწერილი. „ბორჯომთან" ერთად ფილმში ქართველი მსახიობი, დავით პაპავაც თამაშობს. 

„ბორჯომი" ჩნდება კლაივ ოუვენთან და ანჯელინა ჯოლისთან ერთადაც, 2003 წლის ფილმში „ზღვარს მიღმა.“ სადაც ორი მთავარი გმირი, სამყაროს გადარჩენას ცდილობს. უცნობია, როგორ მოხვდა „ბორჯომი" ამ ფილმში, მაგრამ ფაქტია, კადრში, არასდროს შემთხვევით არაფერი ხვდება. 


„ტერმინალი"

დარწმუნებული ვარ, ცოტას გექნებათ შემჩნეული, ტომ ჰენქსი ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ როლში, სადაც ის გამოგონილი სახელმწიფო „კრაკოჟიას“ მოქალაქის როლს თამაშობს, რომელიც აეროპორტის ტერმინალში ომის გამო გაიჭედება.  ერთ-ერთ დილას, ახალ გაღვიძებულ გმირს თავთან „ბორჯომის" ბოთლი ისე უდევს, თითქოს კრაკოჟიელი კი არა ნამდვილი ქართველი იყოს. 

Share on social media