სიახლეები

ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის

„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის

პირველი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით,  Amazon-ზე იქნება წარმოდგენილი. აშშ-ის ბაზარზე „ბორჯომის“ პორტფელის შემადგენლობაში, 135-წლიანი ისტორიის მქონე პირველ ქართულ მინერალურ წყალ - „ბორჯომთან“ ერთად, წარმოდგენილია ნატურალური ხილის არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი - „ბორჯომი არომატი“ და 100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი - „ლიმონათი ბორჯომისგან“.              ამერიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ ამ ტერიტორიაზე საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგიით შედის. ბრენდის ახალი პლატფორმა — For People With Guts აძლიერებს „ბორჯომის“ პოზიციონირებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ამ მიდგომით, ბრენდი ბუნებრივად უკავშირებს საკუთარ უნიკალურ თვისებებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თანამედროვე კულტურასა და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას. „ბორჯომი“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზარზე, კამპანიაში იყენებს ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის კულტურას, რითაც ფუნქციური მინერალური წყლის სარგებელს თანამედროვე, ენერგიულ და ყოველდღიურ გამოცდილებად აქცევს.  ივანე მაჭავარიანი, IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი: „ამერიკის შეერთებული შტატები „ბორჯომისთვის“ სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს სივრცე ღიაა ინოვაციების მიმართ, აქ იქმნება მომხმარებლის ტენდენციები და შემდეგ გლობალურად ვრცელდება. კომპანიის მიზანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ზრდა არ არის, ჩვენ ვქმნით ძლიერ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც „ბორჯომის“ გლობალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარს „ბორჯომთან“ ერთად საქართველოც გავაცნოთ - ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიითა და მრავალწლიანი ტრადიციებით. გვინდა, რომ „ბორჯომი“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის არა მხოლოდ პრემიუმ მინერალური წყალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო იყოს. უნიკალური ბუნებრივი მინერალური შემადგენლობისა და ძლიერი მემკვიდრეობის საფუძველზე კი გვჯერა, რომ „ბორჯომი“ ფუნქციური სასმელების მზარდ კატეგორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.“ ვახტანგ ანთაძე, IDS ბორჯომის მარკეტინგის დირექტორი: „აშშ საერთაშორისო ბრენდის შესაქმნელად საუკეთესო ბაზარია. For People With Guts - მხოლოდ კამპანია არ არის, ეს გრძელვადიანი ბრენდ პლატფორმაა, რომელიც „ბორჯომს“ Gut Health-ის სივრცეში თანამედროვე და კულტურულად აქტუალურ პოზიციონირებას აძლევს. დღეს ამ თემაზე ბევრი ბრენდი ირიბად ან ზედმეტად ტექნიკური ენით საუბრობს. ჩვენი მიზანია Gut Health მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, ახლობელი და ბუნებრივი გავხადოთ, სწორედ ამიტომ, ვიპოვეთ კულტურულად რელევანტური გზა. მომხმარებელს „ბორჯომს“ ვაცნობთ, პირველ რიგში მისი ბუნებრივი უნიკალური შემადგენლობით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის (Gut Health-სთვის), ხოლო ჰიპ-ჰოპ მუსიკისა და ცეკვის ელემენტების გამოყენებით მათ ვუზიარებთ იმ მომენტებს, რომლითაც უკეთ გაიგებენ, გამოცდიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად შეიგრძნობენ „ბორჯომის“ მინერალებს.” https://www.youtube.com/watch?v=esZ0I9Z4aqI  კამპანიაზე იმუშავა ამერიკულმა სააგენტო Odysseus Arms-მა, რომელმაც სრულად უხელმძღვანელა კრეატიულ პლატფორმას, შესრულებასა და გადაღების წარმოებას. ხოლო კამპანიის გზავნილი — For People With Guts, შეიქმნა M&C Saatchi USA-თან პარტნიორობით. ამერიკის ბაზარზე, „ბორჯომის“ კამპანია უკვე ჩაეშვა. გულწრფელი კომუნიკაციითა და ფუნქციურ ღირებულებაზე აქცენტით, ბრენდი კატეგორიაში ახალ სტანდარტს ქმნის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას და „ბორჯომის“ პოზიციებს გლობალურად პრემიუმ სასმელების ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს. 
23 ივნისი, 2026
„ბორჯომი არომატი“ – 0 შაქარი, 0 კალორია!

„ბორჯომი არომატი“ – 0 შაქარი, 0 კალორია!

მინერალური წყალი „ბორჯომი“ პორტფელს ახალი პროდუქტით აფართოებს  და საზოგადოებას „ბორჯომი არომატს“ სთავაზობს. არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი „ბორჯომის“ მინერალური წყლითა და ნატურალური ხილის არომატით არის შექმნილი. ორი გემო: ალუბალი-ბროწეული და ციტრუსი-ჯანჯაფილი ქილის შეფუთვით, „ბორჯომის“ ახალ ქარხანაში იწარმოება. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, შაქარსა და კალორიებს.            100%-ით ნატურალური არომატებით გამდიდრებული - „ბორჯომი არომატი“ თანამედროვე კულინარიასა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. „ბორჯომი“, როგორც გასტრონომიული კულტურის შეუცვლელი თანამგზავრი, ახალი პროდუქტით მომხმარებელს უფრო მსუბუქ და თანამედროვე გამოცდილებას უზიარებს. „ბორჯომი არომატი“ ტრადიციული უალკოჰოლო სასმელების უფრო ჯანსაღ ალტერნატივად პოზიციონირდება და ყოველდღიური ჰიდრატაციისთვის არის შექმნილი. ინოვაციური პროდუქტებით პორტფელის გაფართოება, IDS ბორჯომის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.  „ბორჯომის“ ლიმონათის და ენერგეტიკული სასმელის შემდეგ, ბრენდი მომხმარებელს „ბორჯომი არომატს“ სთავაზობს. ახალი პროდუქტი  საქართველოს  შემდეგ, ეტაპობრივად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავა ექსპორტზე. კომპანიის განცხადებით, ახალი პროდუქტით - „ბორჯომი არომატი“ ბრენდი თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობს უფრო ჯანსაღი და დაბალკალორიული სასმელების მიმართულებით. „ბორჯომი არომატი“ ხაზს უსვამს ბრენდის ამბიციას, რომ საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე პრემიუმ სასმელების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია გაიმყაროს და ასევე გააძლიეროს „ბორჯომის“ კავშირი თანამედროვე გასტრონომიულ კულტურასთან. ამავდროულად, ბრენდი ინარჩუნებს მთავარ ღირებულებებს - ხარისხს, მემკვიდრეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
23 ივნისი, 2026
რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“

რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“

„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს  უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას – რესტოგიდს სთავაზობს. რესტოგიდი წარმოადგენს ციფრულ გზამკვლევს, რომელიც „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის, გასტროგიდის, ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა გურმანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს, წარადგენს მათ გამორჩეულ კერძებს, შეფ-მზარეულებს და მომხმარებლებს მდიდარ გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებს. აღსანიშნავია, რომ გასტროგიდი მუდმივად განვითარებადი პლატფორმაა, რომელსაც ახალი ობიექტები და სიახლეები რეგულარულად დაემატება. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ნაკლებად ცნობილი, უნიკალური ადგილები, ასევე უკვე აღიარებული, კულინარიული სივრცეების აღმოჩენა. საწყის ეტაპზე პლატფორმა  საქართველოსთან ერთად ყაზახეთსა და უზბეკეთში წარდგება, მომავალი წლიდან კი სხვა ქვეყნებიც დაემატება. გასტროგიდი, როგორც პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალი, კომპანია „ბორჯომმა“ 10 წლის წინ რეგიონალური ტურიზმისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნა. წელს კი პლატფორმას  სრული ვიზუალური და ფუნქციური რებრენდინგი ჩაუტარდა, რითაც ის ნამდვილ გლობალურ გასტრონომიულ ჰაბად იქცა, ხოლო მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება გახდა რესტოგიდი. აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები, ადგილები და გემოები „ბორჯომის” გასტროგიდის ახალ ვებგვერდზე
09 დეკემბერი, 2025
„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $120 მილიონია

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $120 მილიონია

ახალი ქარხანა - 135-წლიანი ისტორია!  IDS ბორჯომი საქართველო, როგორც დარგის ლიდერი და ნოვატორი კომპანია, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ქარხანას ხსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.   ახალი ქარხანა  - აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით,   საქართველოში ის ყველაზე დიდია დარგში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს. საწარმოში დამონტაჟდა 4 ახალი, ულტრა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. კომპანიის პორტფელი გაფართოვდა და დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.  აფნან აჰსანი, კომპანია IDS ბორჯომი საერთაშორისოს ჯგუფის გენერალური დირექტორი: „ახალი ქარხანა არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ბორჯომის“ საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავამყაროთ პოზიციები საქართველოში და ამავე დროს თამამად გავაფართოვოთ ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. გლობალურად ჩვენი მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, გაფართოება და ზრდა, რათა გავხდეთ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია, „ბორჯომი“ კი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ვაქციოთ.“ ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:  „ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც კომპანია ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე - ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ ღირსეულად გაგვეგრძელებინა „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია და მეორე მხრივ შეგვექმნა სივრცე მომავლის პროექტებისთვის. ამიერიდან გაერთიანებულ, ახალ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება როგორც პორტფელში არსებული მინერალური წყლების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი „ბორჯომის“ მემკვიდრეობასა და მომავალს შორის.“ ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
29 სექტემბერი, 2025