„ბორჯომი“ – კიდევ უფრო თანამედროვე
IDS ბორჯომი საქართველო, აგრძელებს ინოვაციების დანერგვას:
„ბორჯომის“ ბრენდის განუმეორებელი, გაბედული ხასიათი მინერალური წყლის განახლებულ შეფუთვაზეც აისახება.
ყველასათვის ნაცნობი მინერალური წყლის ბოთლის შეფუთვის დიზაინი მალე განახლდება. იცვლება ეტიკეტის ფორმა და თავსახურის იერსახე. უფრო მეტიც, „ბორჯომის“ ლეგენდარული ლოგო უფრო თანამედროვე და გამომსახველობითი გახდება.
მინერალური წყალი „ბორჯომი“ წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე, რჩება მოთხოვნად და აქტუალურ ბრენდად, რაც, ამავე დროს, წარმოებაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის და ასევე, დიზაინის მუდმივი ტრანსფორმაციის დამსახურებაა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვიზუალურ ტრენდებს – გრაფიკული დიზაინის ტენდენციებს, თანამედროვე ფერებს, ფორმებს, შეფუთვის ფორმატს, – აცხადებს ბორჯომის ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია - ჩვენ გთავაზობთ, შეხედოთ საყვარელ წყალს სრულიად ახალი კუთხით – „ბორჯომის“ ბოთლის შეფუთვაზე ლოგო ვერტიკალურად განთავსდება, შეიცვლება შრიფტი და ილუსტრაციის სტილისტიკა.. განახლებულ შეფუთვაში ისევ „ბორჯომის“ დამახასიათებელ მწვანე ფერს გამოვიყენებთ“.
„ბორჯომი“ ახალი შეფუთვით – ეს არის:
• მწვანე თავსახური ამობურცული წარწერით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სასმელის ინდივიდუალობაზე.
• ვერცხლისფერი, რომელიც ასახავს სიმსუბუქეს და ხაზს უსვამს პრემიალურობას.
• ზედა ეტიკეტზე ვერტიკალურად დატანილი ბრენდის სახელწოდება და განახლებული შრიფტი, რომელმაც არსებული შეფუთვა უფრო თანამედროვე და დახვეწილი გახადა.
• ილუსტრაციის ინოვაციური სტილისტიკა.
• QR-კოდი ქვედა ეტიკეტზე – პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციის სწრაფად მისაღებად.
„ბორჯომი“, განახლებული შეფუთვით, მაღაზიების თაროებზე სექტემბერში გამოჩნდება. რა თქმა უნდა, განახლებულ იერსახესთან ერთად, „ბორჯომის“ უნიკალური შემადგენლობა და საყვარელი წყლის განუმეორებელი გემო უცვლელი რჩება.