
„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის
პირველი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით, Amazon-ზე იქნება წარმოდგენილი.
აშშ-ის ბაზარზე „ბორჯომის“ პორტფელის შემადგენლობაში, 135-წლიანი ისტორიის მქონე პირველ ქართულ მინერალურ წყალ - „ბორჯომთან“ ერთად, წარმოდგენილია ნატურალური ხილის არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი - „ბორჯომი არომატი“ და 100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი - „ლიმონათი ბორჯომისგან“.
ამერიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ ამ ტერიტორიაზე საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგიით შედის. ბრენდის ახალი პლატფორმა — For People With Guts აძლიერებს „ბორჯომის“ პოზიციონირებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ამ მიდგომით, ბრენდი ბუნებრივად უკავშირებს საკუთარ უნიკალურ თვისებებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თანამედროვე კულტურასა და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას. „ბორჯომი“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზარზე, კამპანიაში იყენებს ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის კულტურას, რითაც ფუნქციური მინერალური წყლის სარგებელს თანამედროვე, ენერგიულ და ყოველდღიურ გამოცდილებად აქცევს.
ივანე მაჭავარიანი, IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:
„ამერიკის შეერთებული შტატები „ბორჯომისთვის“ სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს სივრცე ღიაა ინოვაციების მიმართ, აქ იქმნება მომხმარებლის ტენდენციები და შემდეგ გლობალურად ვრცელდება. კომპანიის მიზანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ზრდა არ არის, ჩვენ ვქმნით ძლიერ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც „ბორჯომის“ გლობალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარს „ბორჯომთან“ ერთად საქართველოც გავაცნოთ - ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიითა და მრავალწლიანი ტრადიციებით. გვინდა, რომ „ბორჯომი“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის არა მხოლოდ პრემიუმ მინერალური წყალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო იყოს. უნიკალური ბუნებრივი მინერალური შემადგენლობისა და ძლიერი მემკვიდრეობის საფუძველზე კი გვჯერა, რომ „ბორჯომი“ ფუნქციური სასმელების მზარდ კატეგორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.“
ვახტანგ ანთაძე, IDS ბორჯომის მარკეტინგის დირექტორი:
„აშშ საერთაშორისო ბრენდის შესაქმნელად საუკეთესო ბაზარია. For People With Guts - მხოლოდ კამპანია არ არის, ეს გრძელვადიანი ბრენდ პლატფორმაა, რომელიც „ბორჯომს“ Gut Health-ის სივრცეში თანამედროვე და კულტურულად აქტუალურ პოზიციონირებას აძლევს. დღეს ამ თემაზე ბევრი ბრენდი ირიბად ან ზედმეტად ტექნიკური ენით საუბრობს. ჩვენი მიზანია Gut Health მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, ახლობელი და ბუნებრივი გავხადოთ, სწორედ ამიტომ, ვიპოვეთ კულტურულად რელევანტური გზა. მომხმარებელს „ბორჯომს“ ვაცნობთ, პირველ რიგში მისი ბუნებრივი უნიკალური შემადგენლობით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის (Gut Health-სთვის), ხოლო ჰიპ-ჰოპ მუსიკისა და ცეკვის ელემენტების გამოყენებით მათ ვუზიარებთ იმ მომენტებს, რომლითაც უკეთ გაიგებენ, გამოცდიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად შეიგრძნობენ „ბორჯომის“ მინერალებს.”
https://www.youtube.com/watch?v=esZ0I9Z4aqI
კამპანიაზე იმუშავა ამერიკულმა სააგენტო Odysseus Arms-მა, რომელმაც სრულად უხელმძღვანელა კრეატიულ პლატფორმას, შესრულებასა და გადაღების წარმოებას. ხოლო კამპანიის გზავნილი — For People With Guts, შეიქმნა M&C Saatchi USA-თან პარტნიორობით.
ამერიკის ბაზარზე, „ბორჯომის“ კამპანია უკვე ჩაეშვა. გულწრფელი კომუნიკაციითა და ფუნქციურ ღირებულებაზე აქცენტით, ბრენდი კატეგორიაში ახალ სტანდარტს ქმნის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას და „ბორჯომის“ პოზიციებს გლობალურად პრემიუმ სასმელების ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს.
23 ივნისი, 2026

„ბორჯომი არომატი“ – 0 შაქარი, 0 კალორია!
მინერალური წყალი „ბორჯომი“ პორტფელს ახალი პროდუქტით აფართოებს და საზოგადოებას „ბორჯომი არომატს“ სთავაზობს. არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი „ბორჯომის“ მინერალური წყლითა და ნატურალური ხილის არომატით არის შექმნილი. ორი გემო: ალუბალი-ბროწეული და ციტრუსი-ჯანჯაფილი ქილის შეფუთვით, „ბორჯომის“ ახალ ქარხანაში იწარმოება. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, შაქარსა და კალორიებს.
100%-ით ნატურალური არომატებით გამდიდრებული - „ბორჯომი არომატი“ თანამედროვე კულინარიასა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. „ბორჯომი“, როგორც გასტრონომიული კულტურის შეუცვლელი თანამგზავრი, ახალი პროდუქტით მომხმარებელს უფრო მსუბუქ და თანამედროვე გამოცდილებას უზიარებს. „ბორჯომი არომატი“ ტრადიციული უალკოჰოლო სასმელების უფრო ჯანსაღ ალტერნატივად პოზიციონირდება და ყოველდღიური ჰიდრატაციისთვის არის შექმნილი.
ინოვაციური პროდუქტებით პორტფელის გაფართოება, IDS ბორჯომის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ბორჯომის“ ლიმონათის და ენერგეტიკული სასმელის შემდეგ, ბრენდი მომხმარებელს „ბორჯომი არომატს“ სთავაზობს. ახალი პროდუქტი საქართველოს შემდეგ, ეტაპობრივად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავა ექსპორტზე.
კომპანიის განცხადებით, ახალი პროდუქტით - „ბორჯომი არომატი“ ბრენდი თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობს უფრო ჯანსაღი და დაბალკალორიული სასმელების მიმართულებით. „ბორჯომი არომატი“ ხაზს უსვამს ბრენდის ამბიციას, რომ საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე პრემიუმ სასმელების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია გაიმყაროს და ასევე გააძლიეროს „ბორჯომის“ კავშირი თანამედროვე გასტრონომიულ კულტურასთან. ამავდროულად, ბრენდი ინარჩუნებს მთავარ ღირებულებებს - ხარისხს, მემკვიდრეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
23 ივნისი, 2026

რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“
„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას – რესტოგიდს სთავაზობს.
რესტოგიდი წარმოადგენს ციფრულ გზამკვლევს, რომელიც „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის, გასტროგიდის, ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა გურმანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს, წარადგენს მათ გამორჩეულ კერძებს, შეფ-მზარეულებს და მომხმარებლებს მდიდარ გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ გასტროგიდი მუდმივად განვითარებადი პლატფორმაა, რომელსაც ახალი ობიექტები და სიახლეები რეგულარულად დაემატება. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ნაკლებად ცნობილი, უნიკალური ადგილები, ასევე უკვე აღიარებული, კულინარიული სივრცეების აღმოჩენა. საწყის ეტაპზე პლატფორმა საქართველოსთან ერთად ყაზახეთსა და უზბეკეთში წარდგება, მომავალი წლიდან კი სხვა ქვეყნებიც დაემატება.
გასტროგიდი, როგორც პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალი, კომპანია „ბორჯომმა“ 10 წლის წინ რეგიონალური ტურიზმისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნა. წელს კი პლატფორმას სრული ვიზუალური და ფუნქციური რებრენდინგი ჩაუტარდა, რითაც ის ნამდვილ გლობალურ გასტრონომიულ ჰაბად იქცა, ხოლო მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება გახდა რესტოგიდი.
აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები, ადგილები და გემოები „ბორჯომის” გასტროგიდის ახალ ვებგვერდზე
09 დეკემბერი, 2025

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $120 მილიონია
ახალი ქარხანა - 135-წლიანი ისტორია!
IDS ბორჯომი საქართველო, როგორც დარგის ლიდერი და ნოვატორი კომპანია, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ქარხანას ხსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.
ახალი ქარხანა - აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია დარგში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
საწარმოში დამონტაჟდა 4 ახალი, ულტრა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. კომპანიის პორტფელი გაფართოვდა და დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.
აფნან აჰსანი, კომპანია IDS ბორჯომი საერთაშორისოს ჯგუფის გენერალური დირექტორი:
„ახალი ქარხანა არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ბორჯომის“ საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავამყაროთ პოზიციები საქართველოში და ამავე დროს თამამად გავაფართოვოთ ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. გლობალურად ჩვენი მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, გაფართოება და ზრდა, რათა გავხდეთ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია, „ბორჯომი“ კი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ვაქციოთ.“
ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:
„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც კომპანია ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე - ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ ღირსეულად გაგვეგრძელებინა „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია და მეორე მხრივ შეგვექმნა სივრცე მომავლის პროექტებისთვის. ამიერიდან გაერთიანებულ, ახალ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება როგორც პორტფელში არსებული მინერალური წყლების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი „ბორჯომის“ მემკვიდრეობასა და მომავალს შორის.“
ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
29 სექტემბერი, 2025

100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიის განვითარებას და მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ ქართულ ლიმონათს მხოლოდ „ბორჯომისგან,“ უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში სთავაზობს. ამ სიახლით ბრენდი ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს გასტრონომიულ მიმართულებასთან.
„ლიმონათი ბორჯომისგან“ - Limonati by Borjomi 2024 წელს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე - საექსპორტო ბაზრებზე. „ბორჯომისთვის“ როგორც 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდისთვის, ლიმონათის ხაზის შექმნა ალუმინის ქილებში იყო პირველი, მნიშვნელოვანი ინოვაციური ნაბიჯი, რომელმაც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი.
ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:
„ტკბილი გაზიანი სასმელების ბაზარზე შესვლა განსაკუთრებით ასეთ კონკურენტულ გარემოში ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იყო, რომელსაც ღირსეულად გავართვით თავი. დღეს ჩვენი მიზანი ამ უნიკალური პროდუქტის ახალ ეტაპზე და სიმაღლეზე აყვანაა, პრემიუმ შუშის შეფუთვაც სწორედ ამას ემსახურება. უნიკალური ბუნებრივი შემადგენლობა ნამდვილად გამოარჩევს ამ პროდუქტს და განსაკუთრებით გვიხარია, რომ „ლიმონათი ბორჯომისგან“ ერთნაირად წარმატებით არის წარმოდგენილი, როგორც საქართველოს ისე საექსპორტო ბაზრებზე — რაც ბრენდის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“
„ლიმონათი ბორჯომისგან“ დამზადებულია 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან, „ბორჯომის“ მინერალური წყლის და ნატურალური ქართული ხილის წვენისგან. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა და კონსერვანტებს. წარმოდგენილია ოთხ გემოში: მსხალი, აჭარული მანდარინი, ტარხუნა, ციტრუსი.
შეფუთვის დიზაინზე იტალიურმა ბრენდინგ სააგენტომ იმუშავა. შუშის ბოთლის ეტიკეტი ვიზუალურად იმეორებს ქილის შეფუთვას და ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ორნამენტთან ერთად, ბორჯომის ხეობას, მინერალურ წყალს და ბრენდის სიმბოლოს - ირემს, ოვალის ფორმის გამოსახულებაში აერთიანებს.
„ლიმონათი ბორჯომისგან“ იწარმოება ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში და წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
19 ივნისი, 2025

„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია
„ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა!
მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება - Zenith Global's Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო სასმელად დასახელდა.
2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა. საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის - „ბორჯომის” ქილის ახალი შეფუთვა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. უკვე 30 წელია, რაც Zenith Global, სასმელებისა და საკვების ინდუსტრიაში, პროდუქტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს და წლის განმავლობაში რამდენიმე დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულებს ავლენს. წელს „ბორჯომი” Zenith Global-ის მესამე ჯილდოს მფლობელი გახდა. საამაყოა „ბორჯომის“ წარმატება ისეთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც იყვნენ - Coca-Cola, Danone, Gerolsteiner, Icelandic Glacial Water.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ლონდონში გამართულ Zenith Annual Innobev Awards 2024-ზე, „ლიმონათი ბორჯომისგან” 2 კატეგორიის გამარჯვებული გახდა. „ბორჯომის“ ინოვაციურმა პროდუქტმა საუკეთესო პრემიალური სასმელის და საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
28 ნოემბერი, 2024

„ბორჯომი“ ახალი კამპანიით გასტრონომიულ თავგადასავალში გვიწვევს
ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს და გასტრონომიულ თავგადასავლში გვეპატიჟება. “გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე” — “ბორჯომის” ახალი გზავნილია, რომლითაც ბრენდმა კომუნიკაციის მთავარი ხაზი განავითარა და შეგვახსენა ტრადიცია, რომელიც უკვე 135 წელია გრძელდება. ახალი კამპანია ხაზს უსვამს, რომ ქართული მინერალური წყალი ყოველი კულინარიული გამოცდილების მთავარი ნაწილია და “ბორჯომთან” ერთად თითოეული კერძი მსუბუქი და კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.
წლების მანძილზე ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ყოველთვის იყო ქართული სუფრის და დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი. დღეს კი “ბორჯომი” ის ბრენდია, რომელიც ამ ისტორიით ამაყობს და ყოველთვის მისი ერთგული რჩება. ახალი პოზიციონირებაც ბრენდის მემკვიდრეობით და წყლის უნიკალური შემადგენლობითაა შთაგონებული.
“ბორჯომის” ახალ საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართულმა კრეატიულმა სააგენტო “ლივინგსტონმა” იმუშავა. ახალი სარეკლამო რგოლით ბრენდი საქართველოსთან ერთად, ასევე მსოფლიო ბაზრებზე წარსგდება.
01 ოქტომბერი, 2024

„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა
უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით
მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება.
ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო - ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია - ბორჯომის მთები ლოგოტიპთან, ირემთან და ბიუვეტთან ერთად, ოვალის თანამედროვე ვიზუალის გამოსახულებაში გაერთიანდა. ასევე გამოკვეთილია სახელწოდება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ეტიკეტის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. უცვლელი დარჩა „ბორჯომის“ მწვანე ფერის თავსახური. განახლებული შეფუთვა ბრენდის პრემიალურობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
პირველი ქართული მინერალური წყლის, „ბორჯომის“ რედიზაინზე ბრიტანულმა ბრენდინგ სააგენტო Osbornepike-მა იმუშავა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ შეფუთვას „ბორჯომის“ მემკვიდრეობისთვის და მრავალწლიანი ისტორიისთვის გაესვა ხაზი. ამავდროულად, განახლებული ვიზუალური იდენტობა შესაძლებლობას აძლევს ბრენდს გააფართოვოს კატეგორიები და შეინარჩუნოს კავშირი პორტფელში არსებულ პროდუქტებთან, რომლის ნათელი მაგალითიც „ბორჯომის” ლიმონათია.
12 აგვისტო, 2024

საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება - Zenith Global's Annual InnoBev Awards-ზე საუკეთესო პრემიალურ სასმელად დასახელდა, ასევე გაიმარჯვა პროდუქტის მარკეტინგულმა კამპანიამ.
Zenith Global's Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და შეფუთვის მიმართულებებს.
საერთაშორისო ჟიურიმ 182 მონაწილესა და 37 ფინალისტს შორის, „ლიმონათი ბორჯომისგან“ ოთხ ნომინაციაში ფინალისტად, ხოლო ორი ნომინაციის გამარჯვებულად დაასახელა.
- საუკეთესო პრემიალური სასმელი - გამარჯვებული
- საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანია - გამარჯვებული
- საუკეთესო შეფუთვის დიზაინი - ფინალისტი
- ბრენდის საუკეთესო განვითარება - ფინალისტი
საამაყო და მნიშვნელოვანია, „ბორჯომის“ წარმატება საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც და გამარჯვებულებიც სხვადასხვა წლებში იყვნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა - Coca-Cola, PepsiCo, Nestle, Danone. „ბორჯომი“ პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში იანვრიდან შევიდა. „ლიმონათი ბორჯომისგან“ ინოვაციური პროდუქტია, რომელიც დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით. ბრენდის საკომუნიკაციო კამპანია უკვე დაიწყო. ვიდეორგოლის გვიყვება ამბავს, თუ როგორ იქცა ლეგენდა რეალობად და როგორ შექმნა გამომგონებელმა ნატურალური ხილით და „ბორჯომის“ მინერალური წყლით განუმეორებელი გემო - „ლიმონათი ბორჯომისგან“.
11 ივნისი, 2024