სიახლეები

სიახლეები

09 დეკემბერი, 2025

რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“

„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს  უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას – რესტოგიდს სთავაზობს.

რესტოგიდი წარმოადგენს ციფრულ გზამკვლევს, რომელიც „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის, გასტროგიდის, ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა გურმანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს, წარადგენს მათ გამორჩეულ კერძებს, შეფ-მზარეულებს და მომხმარებლებს მდიდარ გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ გასტროგიდი მუდმივად განვითარებადი პლატფორმაა, რომელსაც ახალი ობიექტები და სიახლეები რეგულარულად დაემატება. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ნაკლებად ცნობილი, უნიკალური ადგილები, ასევე უკვე აღიარებული, კულინარიული სივრცეების აღმოჩენა. საწყის ეტაპზე პლატფორმა  საქართველოსთან ერთად ყაზახეთსა და უზბეკეთში წარდგება, მომავალი წლიდან კი სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გასტროგიდი, როგორც პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალი, კომპანია „ბორჯომმა“ 10 წლის წინ რეგიონალური ტურიზმისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნა. წელს კი პლატფორმას  სრული ვიზუალური და ფუნქციური რებრენდინგი ჩაუტარდა, რითაც ის ნამდვილ გლობალურ გასტრონომიულ ჰაბად იქცა, ხოლო მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება გახდა რესტოგიდი.

აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები, ადგილები და გემოები „ბორჯომის” გასტროგიდის ახალ ვებგვერდზე

Share on social media