სიახლეები

სიახლეები

29 სექტემბერი, 2023

ზღვა კრეატივი, ანუ Ad Black Sea

პონტოს ზღვის პირას, სამხრეთ აღმოსავლეთით, ბერძნებმა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ნავთსაყუდელი აღმოაჩინეს. მისი სიღრმიდან გამომდინარე, ეს ადგილი გემებისათვის ფრიად მოსახერხებელი იყო, ამიტომაც  მსოფლიოს ნათლიებმა, მას ღრმა იგივე Bathus შეარქვეს.

ალბათ ასეთ სახარბიელო მდებარეობას უნდა მივაწეროთ ის, რომ ბათუმის ისტორიული სხეული უამრავი კულტურული ქსოვილით არის შემოსილი. კოლხური, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, ოსმალური, ბრიტანული... 

ქალაქის მნიშვნელობა მეცხრამეტე საუკუნეში ერთი-ორად გაიზარდა, როდესაც პირველად დაიწყეს ევროპისკენ კასპიის ზღვიდან ამოქაჩული ნავთობის გატანა. მაშინ ნავთობი სიახლე იყო, ყველას ერთნაირად იზიდავდა, უბრალო მუშას თუ მსხვილ ბიზნესმენს. 

ბათუმი გახდა ერთგვარი პორტალი კავკასიასა და დასავლეთს შორის.

წლები გავიდა, გემები თვითმრფინავებმა ჩაანაცვლა, ტელეგრაფი - ტელეფონმა და ინტერნეტმა, სამყარო დაპატარავდა, მაგრამ ქალაქს ეს ფუნქცია დღემდე არ დაუკარგავს.  საბჭოთა იზოლაციამ კი თავისი ქნა, მაგრამ ახლა ბათუმი ძველ ხასიათს იბრუნებს.

როცა ზაფხულის ვნებათაღელვა ჩაცხრება, ქალაქი თითქოს ხალხმრავალი სტუმრიანობის შემდეგ გადაღლილი მასპინძელივით ისვენებს.  ზღვა ხავერდივით ფაფუკი ხდება, მზე ჰაერივით რბილი. 

 ამ დროს ბათუმი ფესტივალებით ცხოვრობს,  არაფერი ისე არ ამშვენებს კოხტა, პატარა, ზღვისპირა ქალაქებს, როგორც ლამაზი ფესტივალები. 

ერთ-ერთი ასეთია Ad Black Sea, რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება სარეკლამო ინდუსტრიაში. ბოლო პერიოდში კრეატიულმა სცენამ ისეთი პროგრესი განიცადა, ერთი ფესტივალიც გარდაუვალი იყო. 

თითქოს ამ ფესტივალმა საქართველო მყარად მონიშნა მსოფლიოს კრეატულ რუკაზე და თამამად განაცხადა „ჩემი მისიაა რეგიონის კრეატიული სამყარო ევროპულთან დავაკავშირო.  მე ვიქნები თქვენი მასპინძელი, რადგან მასპინძლობაა ის რაც ძალიან კარგად გამომვდის, და რაც მთავარია, რაც ძალიან მახარებს.“

2015 წლიდან მოყოლებული Ad Black Sea რეგიონის წამყვან კრეატიულ სააგენტოებს მასპინძლობს: უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან,. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 

ბათუმი და შესაბამისად საქართველოც, თავის მისიას პირნათლად ასრულებს სამყაროს წინაშე. 
ასეთ ღონისძიებას ვერც ბორჯომი დააკლდებოდა, რადგან თითქმის სრულ თანხვედრაში მოდის კომპანიის მისიასთან, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელის გატანას მსოფლიოს მასშტაბით. 




ამჯერად  ფესტივალის გრანპრი აზერბაიჯანში წავიდა. ამაღელვებელია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს ინდუსტრია მძიმე სოციალური პრობლემების კრეატიულად გადაჭრას. სააგენტო ენდორფინის მიერ შესრულებული, “White Suite Girl” ასეთი იყო,  რომელიც ადრეული ქორწინების საკითხს ეხმიანებოდა. ამ მეტად ემოციურმა კამპანიამ ჟიური არ დატოვა გულგრილი,  ყველაზე მეტი ნომინაცია და ჯილდო სწორედ მიიღო. 

 

 

საერთო ჯამში, 11 ნომინაციაში 60 პრიზიორი გამოვლინდა. აქედან სამი ჩვენმა Liquid Myth-მა აიღო, ვერცხლი - კრეატიული სტრატეგიისთვის, ხოლო ბრინჯაო რეჟისურისა და კინემატოგრაფიისთვის. პრიზი სიმბოლური, მატერიალური გამოხატულება,უამრავი ადამიანის, შრომის, ფიქრის, თავდადების და რაც კამპანიის კეთებას დაჭირდა. 


გაემგზავრება ახლა ჩვენი გაცოცხლებული ლეგენდა ბათუმის მაგიური პორტალიდან საფესტივალო მოგზაურობაში.   ბორჯომის ბოთლში ჩადებული წერილი მოივლის ზღვებს და მდინარეებს, მთებს და ოკეანეებს,  ქალაქებს და კუნძულებს, რათა იქ ჩაწერილი, ლამაზი, საუკუნოვანი ლეგენდა, მთელ მსოფლიოს გააცნოს. 

Share on social media