„ლიმონათი ბორჯომისგან" - 4 გემო, 4 უნიკალური სიმფონია
„ბორჯომის" სამყაროში, სადაც გემო, ისტორია და ბუნება ერთმანეთს ერწყმის, შეიქმნა სრულად ახალი და გამორჩეული პროდუქტი - „ლიმონათი ბორჯომისგან"! ამ პროდუქტის შექმნის იდეა მომხმარებლისთვის ნამდვილი ემოციური თავგადასავალის შეთავაზებაა. ის არ არის უბრალოდ ლიმონათი, მისი მიზანი ჯადოსნურია - აქციოს ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად და აავსოს ყოველდღიურობა საზეიმო მომენტებით.
ეს უნიკალური გემოსა და მახასიათებლების ტკბილი, გაზიანი სასმელი საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობასა და ბუნების საოცრებებს შორის მოგზაურობის დასაწყებად გიწვევთ. „ბორჯომის" ლიმონათს ოთხი სხვადასხვა გემო აქვს: აჭარული მანდარინი, მსხალი, ტარხუნა, ციტრუსი. თითოეული გემო საქართველოს სიმბოლოების უნიკალური ნაზავია. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:
ტარხუნა - ქართული კულინარია წარმოუდგენელია ტარხუნის პიკანტური გემოს გარეშე. ის არაერთ კერძში, სასმელსა თუ ფოლკლორულ ნაწარმოებში გვხვდება. „ბორჯომის" ტარხუნის ლიმონათი არის მაცოცხლებელი წყლის, წვენისა და ტარხუნის ნატურალური ექსტრაქტის ნაზავი, რომელიც ქართული კულინარიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
ეს არის გემო, რომელიც ერთდროულად ნოსტალგიური და ენერგიის მომცემია.
მსხალი - საქართველოს აყვავებული ბაღებისა და თვალწარმტაცი სოფლების სიმბოლო.
„ბორჯომის" მსხლის ლიმონათი ტკბილი სიმფონიაა, რომელიც მინერალური წყლის გამაგრილებელ გემოს მსხლის სიტკბოსთან აერთიანებს. ეს შუშხუნა ნაზავი ქმნის საოცარ ჰარმონიას და გიტოვებს გემოს, რომელიც საქართველოს ბუნების სიმდიდრესთან ასოცირდება.
ქართული სუფრა წარმოუდგენელია ტარხუნისა და მსხლის ლიმონათების გარეშე. ამ კლასიკურ გემოებთან ერთად, „ბორჯომი" სიახლეს გთავაზობთ - აჭარული მანდარინისა და ციტრუსის ლიმონათებს.
აჭარული მანდარინი - მზის სითბო და ენერგია ერთ ქილაში.
აჭარული მანდარინი „ბორჯომის" ლიმონათების ერთ-ერთი საამაყო პროდუქტია, რადგან მანდარინის წვენით დამზადებული ლიმონათი ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია. ეს გემო აჭარის მზიან ფერდობებზე გამოგზაურებთ და მზის ენერგიით აგავსებთ.
ციტრუსი - ციტრუსის ლიმონათი სიახლესა და სიცოცხლეს განასახიერებს. ის როგორც ლიმონის, ასევე ლაიმისა და მანდარინის წვენებს მოიცავს. ყოველი წვეთი არის მოგზაურობა და თავგადასავალი. ეს არის იდეალური გამოცდილება მათთვის, ვინც გამაგრილებელ და ცოცხალ გემოს ეძებს.
„ბორჯომის" ლიმონათი გარდაქმნის ჩვეულებრივს არაჩვეულებრივად. ის აღძრავს სიამოვნებისა და ბედნიერების ემოციებს, ქმნის საზეიმო მომენტებს.
ლიმონათის შეფუთვა შთაგონებულია საქართველოს ისტორიით, პეიზაჟებით, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით, ბორჯომის ხეობით, მინერალური წყლითა და ბრენდის სიმბოლო - ირმის ლეგენდით. ეტიკეტზე ინგლისური ასოებით დატანილია ქართული სიტყვა LIMONATI, რაც ამ სიტყვის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციას ემსახურება. ყოველივე ეს ემოციური დეტალი ქმნის ბორჯომის ლიმონათების სამყაროს, რომელიც დაუვიწყარი მომენტებისა და გემოების სამყაროში გვამოგზაურებს.