სიახლეები

სიახლეები

05 მარტი, 2024

ბორჯომის მემკვიდრეობა - ლიმიტირებული შეფუთვა

უკვე ტრადიციად იქცა,  „ბორჯომი" ყოველწლიურად, საკუთარ მომხმარებლებს სპეციალურ, ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულია.  

ამჯერად, ზღაპრული ფერებისა და ფორმების მიღმა, მაცოცხლებელი წყლის ისტორია, მემკვიდრეობა და სიმბოლიკა იმალება.  არცერთი ხაზი და წერტილი შემთხვევითი არ არის, ყველაფერი „ბორჯომის" ხასიათს, წარსულსა და განწყობას გვიყვება.  

დიზაინი სამი ძირითადი ილუსტრაციისგან შედგება, ამიტომ მოდი  ვუწოდოთ „ბორჯომის" ტრიპტიქი. 

თავი პირველი - სიღრმე 

პირველი თავი „ბორჯომის" წარმოშობის ისტორიას გვიამბობს.

იქ სადაც უწინ იყო ზღვა, მიწა იძრა, ამოხეთქა ვულკანმა და ამოიზარდნენ მთები.  წყალმა დაბლა  დაიწია და ხმელეთი გადაეფარა. თუმცა, „ბორჯომმა" მიწის ქვეშ ყოფნა დიდ ხანს ვერ მოითმინა, გააპო ვულკანური ქანები, 8000 მეტრი ამოიარა, გზადაგზა 60-ზე მეტი სასიცოცხლო მინერალით გამდიდრდა და მზის შუქზე ამოვიდა, რათა დედამიწის ბინადართათვის კვლავ მიეტანა სიცოცხლე. 

თავი მეორე - ჯადოსნური ძალა 

ძალიან ძველად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანები ბუნების ძალებს ადიდებდნენ, ჰქონდათ მიმართვის ტექსტები, სადაც საოცარ ფრაზას ვკითხულობთ „უსასრულო სამყაროში დაუტეველო და უმცირესში დატეულო.“ 

ტრიპტიქის მეორე სურათი თითქოს სწორედ ამის ილუსტრაციაა, პატარა წყლის წვეთი, რომელიც მთელი სამყაროს ჯადოსნობას იტევს:  მზის სხივებს, მთების სიმტკიცეს, ხეების ერთიანობას და მდინარეების ჩქეფას. თითქოს ყველა ენერგიას საკუთარ თავში აერთიანებს და მაცოცხლებელ ელექსირად გარდაქმნის. ალბათ, ერთხელ მაინც ყველას უგრძვნია მისი ეს ჯადოსნური ძალა. 

თავი მესამე - ირემი

ირემი, როგორც „ბორჯომის" საკულტო ფიგურა, პირველაღმომჩენი. შემთხვევით არ სწამდათ ძველ ქართველებს, რომ ირმის რქები კოსმოსური არხები იყო ზეციური სიგნალების დასაჭერად.  ირემი განასახიერებდა კავშირს მიწასა და ცას შორის, ამიტომ ირმის სიმბოლოებს მრავლად შეხვდებოდით პრექრისტიანულ საქართველოში. ირემი იყო გზის მაჩვენებელი, რომელიც სინათლისკენ მიუძღვოდა ადამიანებს.  მისი ეს ფუნქცია შეიძლება ითქვას, რომ „ბორჯომის" ლეგენდაშიც ჩანს, რადგან „ბორჯომის" მაცოცხლებელი წყლისკენ მიმავალი გზაც სწორედ ირემმა გაგვიკვალა. 

სამივე ილუსტრაციის დიზაინი ერთ სტილშია შესრულებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ „ბორჯომი" ოთხი ფუნდამენტური ელემენტის შესანიშნავი სიმბიოზია:  ვულკანური ცეცხლი, მინერალებით მდიდარი მიწა, ჰაერი და წყალი ხომ თავისთავად. 

აღმოსავლური მედიცინის მიხედვით, იმისათვის რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს, ოთხივე სტიქია ბალანსში უნდა ჰქონდეს, ესაა ჯანმრთელობის ფუნდამენტური პრინციპი.  რადგან ადამიანის სხეულიც სხვა არაფერია თუ არა ამ ოთხი ელემენტის ერთობლიობა, რომელიმე ელემენტის დისბალანსით  ორგანიზმის მთლიანობაც ირღვევა. 

ამ შინაგანი ერთიანობის შესანარჩუნებლად ყოველდღიური რუტინა გვჭირდება, ჯანსაღი კვება,  ფიზიკური ვარჯიში, სუფთა ჰაერი, მენტალური და ემოციური ჰიგიენა,  ამ მეტად რთულ გზაზე „ბორჯომის" მაცოცხლებელი წყალი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია,  რომელიც ჩვენს ორგანიზმს 60-ზე მეტი მინერალით მოამარაგებს,  თანაც ვულკანური წარმოშობის წყალით, რომელიც მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. 

შეფუთვის ილუსტრაციაში მაცოცხლებელი წყლის ეს თვისებებიც ჩანს, აქ ოთხივე სტიქიის ელემენტებია გამოყენებული.  

ზოგადად სტიქიების ჰარმონიულ შერწყმას დიდი ოსტატობა სჭირდება, ზოგი სტიქია ერთმანეთს აძლიერებს, ზოგი - კონფლიქტშია, ზოგიც - ნეიტრალური. 

სწორედ ასეთი ოსტატური ნამუშევარია „ბორჯომის" სპეციალური შეფუთვა, რომელსაც შეუძლია მინერალური წყლის დალევა ისეთ ჯადოსნურ მოგზაურობად აქციოს, რომელსაც თავად მაცოცხლებელი წყალი გადის. 

 

Share on social media