მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

27 დეკემბერი, 2023

ქიმიური სასწაული

რაც ადრე ადამიანებს სასწაული გვეგონა, მეცნიერებამ ყველაფერს  მიწიერი ახსნა-განმარტება მოუძებნა. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ამით სასწაულს ფასი დაეკარგა და ნიცშესაც დაეთანხმოთ,  მაგრამ სინამდვილეში პირიქით, მეცნიერებამ სასწაულებს კიდევ უფრო დამატებითი, ღრმა განზომილება შესძინა. დღეს „ბორჯომის" შემადგენლობაზე უნდა ვილაპარაკოთ - მეცნიერულად ახსნილ სასწაულზე. 

ორ ზღვას შუა ძველისძველად არც არაფერი არ იყო და ეს ორი ზღვაც სინამდვილეში იყო ერთი. გამოხდა ხანი, მიწა იძრა, გადაადგილდნენ ქანები და ზღვიდან ამოიზიდნენ მთანი მაღალნი. შავი ზღვა და კასპიის ზღვა კი ერთმანეთს დაშორდნენ. მათ შორის არსებული წყალი  კი სადღაც მიწის სიღრმეში ჩავიდა და იქ დაიდო ბინა. 

დიდი ხნის ამბავს არ გიყვებით, სულ ახლახან, 1-2 მილიონი წლის წინ მოხდა. მთა რომელიც ზღვის ზემოთ მოექცა, გეოლოგიური ასაკით ძალიან ახალგაზრდად ითვლება. ახალგაზრდა მთას კი ასეთი თავისებურება აქვს, მინერალებით მდიდარია, თანაც ეს მინერალები ადვილად ირეცხება. სწორედ ასეთია „ბორჯომი" - იუვენილური, მიკროელემენტებით სავსე. 

მეცნიერები 13 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს გამოყოფენ, გაგიკვირდებათ და „ბორჯომში" აბსოლუტურად ყველაა. 


განკურნების სასწაული, რომელსაც ძველი ადამიანები ამოუხსნელ ძალას, ღმერთს ან ანგელოზებს მიაწერდნენ, თურმე კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, სოდის, კალციუმის, მაგნიუმის, სილიციუმის, ქლორის, ალუმინის, ტიტანიუმის, თუთიის, ფტორის, სტრონციუმის და ბორიუმის ერთობლივი მუშაობის შედეგი ყოფილა. მათი დამსახურებით უამრავი ადამიანი განიკურნა, მგონი იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებას და აღაირებას, ჰოდა მათზე ვისაუბროთ. 

K - კალიუმი 

კალიუმი უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უკიდურესად საჭირო ელემენტია.  ის არეგულირებს გულის ცემას, პასუხს აგებს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. კალიუმი მცირე ელექტრონული მუხტის მატარებელია, რომელსაც დანარჩენ უჯრედებსაც გადასცემს და აცოცხლებს. ამ ელემენტს ადამიანის სხეული თავად ვერ აწარმოებს, ამიტომ საჭიროა მისი გარედან მიღება, კალიუმის ძირითადი წყარო არის: ხილი, ჩირი, ბოსტნეული და რასაკვირველია „ბორჯომი"! 

შემდეგი მინერალი „ბორჯომის" შემადგენლობაში

Na -  ნატრიუმი

ნატრიუმი სხეულში სითხის ბალანსისთვის გვჭირდება, იმისათვის რომ დეჰიდრატაციით გამოწვეული დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ, სწორედ ნატრიუმი უნდა გვქონდეს მწყობრში. „ბორჯომი" მისი ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 

Ca - კალციუმი

თანამედროვეობაში კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ელემენტია. ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. არეგულირებს სისხლის წნევას. ამის გარდა სხეულს სჭირდება კალციუმი ორი რამისთვის:  ერთი - ჯეროვნად რომ ამოძრაოს კუნთები და მეორე - ნერვულმა სისტემამ ნორმალურად შეძლოს  შეტყობინებების მიტანა ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის. თუ ეს კონტაქტი მოშლილია, ჩათვალეთ, რომ თქვენი სხეული უკონტროლო მექანიზმია, რომელიც პატრონს არ ემორჩილება. 

Zn - თუთია

თუთია ძალების აღსადგენად გვჭირდება, ის ჭრილობების შეხორცებაში მონაწილეობს, ასევე დიდი როლი აკისრია უჯრედების გაყოფაში და იმუნიტეტის მოძლიერებაში. 

Se - სელენი 

ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მეტაბოლიზმის პროცესში. უჯრედებს ეფარება როგორც ფარი და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან! თავისუფალი რადიკალები მავნე უჯრედები არიან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. თანამედროვე არაეკოლოგიური ცხოვრების პირობებში ისინი ყველგან არიან: ჰაერში, საკვებში, სასმელ წყალში. სელენი ადამიანის უმნიშვნელოვანესი მეგობარია. შემთხვევით არ გვიხსენებია სიტყვა ფარი,  ის ფარისებრ ჯირკვალსაც ეხმარება მუშაობაში. 

P - ფოსფორი 

ბერძნულად სინათლის მატარებელს ნიშნავს. კალციუმთან ერთად ესეც უმნიშვნელოვანესია კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის.  ასევე არეგულირებს სისხლში მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. 

Mg - მაგნიუმი

ეს თუ არ გვაქვს ჩათვალეთ, სხვა მინერალების დისბალანსიც თითქმის გარდაუვალია, რადგან სწორედ მაგნიუმი ეხმარება სხეულს დანარჩენი ელემენტების ათვისებაში. შესაძლოა კალციუმს იღებდეთ, მაგრამ თუ მაგნიუმის დანაკლისია, დროთა განმავლობაში კალციუმის დანაკლისიც გაჩნდება, რადგან სხეული მაგნიუმის გარეშე კალციუმს ვერ ითვისებს. გარდა ამისა, მაგნიუმი მიმდინარე 350 პროცესში მონაწილეობს!  მაგნიუმის დეფიციტი უამრავი დაავადების მიზეზია, მისი ნაკლებობა ადრე თუ გვიან სხვა მინერალების ნაკლებობასაც იწვევს. ამიტომ თვალი გეჭიროთ მაგნიუმზე და იქონიეთ ბორჯომი სიახლოვეში.

S - გოგირდი 

გოგირდი სამყაროში ფრიად გავრცელებული ელემენტია. ალბათ გსმენიათ, რომ სხეულის მთავარი საშენი მასალა ცილებია, მაგრამ ეს ცილებიც რაღაცამ უნდა ააშენოს.  ერთ-ერთი ასეთი გოგირდია, ის ცილის მოლეკულების სივრცობრივ აგებულებას უზრუნველყოფს. ჩართულია არაერთი აუცილებელი ამინომჟავას მეტაბოლიზმის პროცესში. ამინომჟავებზე კი პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა,  ბედნიერება და თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულიც კი. 


შეგიძლიათ ამ წამს თვალები დახუჭოთ, ყურადღება სხეულზე გადაიტანოთ და ეცადოთო ეს ყველაფერი შიგნიდან  შეიგრძნოთ. სხეული, რომელსაც ახლა განვკარგავთ, სავსეა სახვადასხვა ელემენტით.  აქ და ამჟამად, ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი მიმდინარეობს. ზოგი უჯრედი იშლება, ზოგი იბადება, ზოგი იწმინდება, ზოგს ინფორმაცია მიაქვს, ზოგს - ჟანგბადი, ზოგი პარაზიტებს ებრძვის, ზოგი დაჭრილებს კურნავს, ზოგი მეგობრებს საკვებით ამარაგებს... ჩვენი სხეული ურთულესი მექანიზმია, რომლის აშენებასაც ევოლუციამ მილიონობით წელი მოანდომა, საკმარისია ამაზე ოდნავი ყურადღების გამახვილება, უმალვე მივხვდებით, რომ სასწაული ჩვენშია. 

ამ სასწაულს კი ჯეროვანი მოფრთხილება სჭირდება, ისეთი როგორსაც იმსახურებს, რადგან ამაზე ძვირფასი, ამაზე სანუკვარი შეიძლება არც არაფერი გაგვაჩნია. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მინერალებისა, „ბორჯომი" კიდევ 60-ზე მეტ ელემენტს შეიცავს, სწორედ  ამიტომ არის „ბორჯომი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მინერალური წყალი - მეცნიერულად დადასტურებული სასწაული! 

Share on social media