LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან
„ბორჯომი“ სასმელების ახალ კატეგორიაში შედის
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, პორტფელს აფართოებს და პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შედის. LIMONATI BY BORJOMI – „ლიმონათი ბორჯომისგან“, ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც ქართული მინერალური წყლის ბრენდი მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. „ლიმონათი ბორჯომისგან“, დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით.
ახალი ქართული ლიმონათი ქილაში ჩამოისხმება, შეფუთვის დიზაინზე იტალიურმა ბრენდინგ სააგენტო „პაგინამ“ იმუშავა. ლიმონათის ოთხი გემო – მსხალი, აჭარული მანდარინი, ტარხუნა და ციტრუსი, შესაბამისი ფერის ქილებშია წარმოდგენილი. დიზაინი, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ორნამენტთან ერთად, ბორჯომის ხეობას, მინერალურ წყალს და ბრენდის სიმბოლოს - ირემს, ოვალის ფორმის გამოსახულებაში აერთიანებს. სპეციალურად შეირჩა ქართული ჟღერადობის სახელწოდებაც - LIMONATI ბორჯომისგან, რომელიც სიტყვის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ენაზე დაიწერა.
ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი
„ინოვაციური პროექტების განხორციელება და პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები, ერთი მხრივ დავნერგოთ სიახლეები და მეორე მხრივ მოვიზიდოთ სრულიად განსხვავებული, ჩვენთვის ახალი კატეგორიის მომხმარებლები. ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შესვლა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან გარემო საკმაოდ კონკურენტულია. თუმცა მიგვაჩნია, რომ „ქართული ლიმონათი ბორჯომისგან“, გამორჩეულია თავისი შემადგენლობით და გემოთი, რაც მის წარმატებას განაპირობებს და ღირსეულად გააგრძელებს საქართველოში ლიმონათის დამზადების 100 წლიან ტრადიციას“.
„ლიმონათი ბორჯომისგან“ ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა ექსპორტზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან. ბრენდი ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიას და ქსელში გატანას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ასევე მალე, მისი შეძენა კომპანიის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა www.mywatershop.ge - ზეც იქნება შესაძლებელი.
სააგენტო: LF&T
პროექტის მენეჯერი: ვახო ჩიკვაიძე
კრეატიული დირექტორი: ირაკლი ბედუკაძე
რეჟისორი: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე
დამდგმელი ოპერატორი: ვიგენ ბიბა ვართანოვ
მხატვარი: პოლინა რუდჩიკ, სანდრო ნადარეიშვილი
არტ დირექტორი: გვანცა ჩიჯავაძე
სთორი ბორდ არტისტი: ლიზა ბედუკაძე
Production Company: FIRE PRODUCTION
აღმასრულებელი პროდიუსერი: თამარ თვარაძე
1AD: მარგო ზუბაშვილი
2AD:ფიქრია ქიქოძე
პროდუსერები: მარიამ ზუბაშვილი, ანი მელაძე
პროდაქშენ მენეჯერი: გიორგი მგელაძე
ლოკაციის მენეჯერი: გიორგი გუგეშაშვილი
რეკვიზიტორი: ზაზა ვაშაყმაძე
SET dresser: ზაზა ზუზუ
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების ასისტენტი: ელენე ზვანბაია, ნინო ზვანბაია
კასტინგ მენეჯერი: თინათინ ხიზანიშვილი
კასტინგ მენეჯერის ასისტენტი: ნუცა აბაშიძე
PA: ელენე კეკელიძე
გრიმი: ვერიკო ბედელაძე, ნანიკო სულაქველიძე, ნინო ბედელაძე
სეტ მენეჯერი: ვალერიან ურუშაძე
გაფერი: მიშკა საგანელიძე
ფოკუსი: მანუ ელიჯარაშვილი
ოპერატორი: ხატია ხალვაში
ფლეიბექი: გოგა კარბელაშვილი
გამნათებლები: ბიძინა ჩხაიძე, ბექა დვალიშვილი, არჩილ სამხარაძე
რომა გუჯაბიძე, დავით სამხარაძე, გიორგი გოგატიშვილი
დოლი: ბეჟან ლალიაშვილი, იურა პოღოსოვი, ზურა წულეისკირი
მძღოლები: მუხრან ახალაია, კახა გუგუშვილი, ლაშა კილაძე
სპეც ეფექტი: ირაკლი ტაბატაძე, სანდრო შერაზადაშვილი, შალვა პეტრიაშვილი
ხმის დიზაინი: Heima Production
VFX: HIGHWAY
360 მიმართულება:
მხატვარი - მარი ლოგუნოვა
ფროდაქშენ მენეჯერი - ლევან ფარულავა
ფოტოგრაფი - თორნიკე აივაზაშვილი
მეიქინგ ოფი - სალომე საღარაძე
დიზაინერი - ანდრო აბაშიძე
მხატვრის ასისტენტი: ლიზა ბედუკაძე
პოსტ ფროდაქშენი:
ფერის კორექცია: ბიბა ვიგენ ვართანოვ, ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე
მონტაჟი და პოსტ პროდაქშენი - ვახო ჩიკვაიძე
კოპირაიტერი: მინდია არაბული, ვახო ჩიკვაიძე
მუსიკის ავტორი: ბექა ჯაფარიძე შუკვანი
მსახიობები: თეკლა ჩიჯავაძე, ოთარ ლითანიშვილი, დიტო კარტოზია, ვაჟა გოდერძიშვილი, თაკო ქართველიშვილი, ანა სიხარულიძე