გულშემატკივარი

გულშემატკივარი

20 ოქტომბერი, 2023

ნადია ბენკლიანი - მფრინავი

კიდევ ერთი გმირი და კიდევ ერთი ისტორია ბორჯომზე. ამჯერად „ბორჯომი“ და ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ქალ მფრინავს - ნადია ბენკლიანს გაგაცნობთ  

 

ისტორია #2 

ნადია ბენკლიანი - მფრინავი

ბორჯომის მთებიდან დიდ ავიაციაში

მფრინავების ოჯახში გაზრდილმა, პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში გააკეთა. სწორედ მაშინ, როცა მამასთან ერთად მფრინავის კაბინაში მოხვდა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიზნისკენ სიარული იმ დღიდან დაიწყო. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ის ავიაციის ერთგული დარჩა და ხმელეთზეც და ცაშიც თავისუფალი სვლა დაიწყო. 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მფრინავი ბორჯომში დაიბადა, აქ გაატარა ბავშვობა და დღესაც, დროს თუ გამონახავს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბორჯომში მოდის. "შემიძლია მთელი დღე დავტკბე ამ ხედით, რომელიც ფართოდ იშლება ჩემი აივნიდან, ბორჯომის წიწვოვან და ფოთლოვან შემოგარენზე. ეს ხედები თან აღმაფრთოვანებს და თან მამშვიდებს," - ამ ემოციებს გვიზიარებს ნადია და თან თავის ბორჯომს გვაცნობს, ქალაქს, რომელიც მისი ბავშვობის ყველაზე ძვირფას მოგონებებს ინახავს. 

კადრი, რომელიც ნადია ბენკლიანის სახლიდან ბორჯომის ხეობაზე იშლება, დღემდე მისთვის ყველაზე ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი მსოფლიო შემოიარა, ეს ხედი ვერაფერმა შეცვალა. ამ ადგილზე მოპოვებული მინერალური წყალი "ბორჯომი", მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია. ნადია ბენკლიანი ამ სავიზიტო ბარათს მისი პროფესიის დახმარებით, ყველას აცნობს და მუდამ სიამაყით ამბობს - „გამარჯობა, მე ვარ ნადია ბენკლიანი, მფრინავი ქალი საქართველოს ულამაზესი ქალაქიდან, ბორჯომიდან.

Share on social media