გულშემატკივარი

გულშემატკივარი

20 ოქტომბერი, 2023

ოთარ ნინოშვილი - საბაგიროს გამცილებელი

„ბორჯომი“ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს - „ადამიანები ბორჯომიდან“.

ისტორია #1

ოთარ  ნინოშვილი - საბაგიროს გამცილებელი

პარკიდან პლატომდე - ამ გზას უკვე 18 წელია ყოველდღე რამდენჯერმე გადის. პროფესიით ელექტრომექანიკოსს არაერთ საბაგირო გზაზე უმუშავია და დღესაც ამ საქმის ერთგულია. ვიდრე მგზავრებს შეხვდება, საბაგიროს ტექნიკურ გამართულობას ამოწმებს, შემდეგ კი როგორც ამ ადგილის მთავარი მასპინძელი, სტუმრებს საბაგიროზე ხვდება და სამწუთიანი ულამაზესი მოგზაურობაც იწყება. 

მისთვის, ბორჯომში, ეს ყველაზე ლამაზი ადგილია. ამიტომ, მგზავრებს ფოტოების გადაღებას ურჩევს და თან ეუბნება, რომ მთავარი კადრი ჯერ კიდევ წინ არის. 

მთავარი ხედი, ოთარ ნინოშვილისთვის, პლატოდან იშლება, სწორედ ეს არის მისთვის საბაგიროს გამცილებლად მუშაობის განსაკუთრებული ხიბლი - მგზავრებთან ურთიერთობა და მათთვის ბორჯომის ხეობის სავიზიტო ბარათად ქცეული ხედების და მინერალური წყლის ისტორიის გაზიარება. თვითონაც ყოველდღე მგზავრებთან ერთად, ამ აღფრთოვანების მონაწილეა. გზა პლატოდან პარკამდე, შემდეგ შეხვედრას ეთმობა, ოთარ ნინოშვილი ყველა სტუმარს ბორჯომის საბაგირო გზაზე კიდევ ელოდება. „მე სულ აქ ვარ, როცა გინდათ, მოდით,“- ასე ემშვიდობება 83 წლის გამცილებელი სტუმრებს და ახალი შეხვედრის მოლოდინშია. 

Share on social media