მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

08 სექტემბერი, 2023

მაცოცხლებელი წყლის გაცოცხლებული ლეგენდა

წყალს მეხსიერება აქვს. 

წყალი ინფორმაციას ინახავს. 

წყალი ამბავს ჰყვება. 

  

 

ამაზე მხოლოდ ხალხური თქმულებები და რომანტიკოსი პოეტები კი არა, უკვე მეცნიერებიც კი საუბრობენ. 

ახალი კამპანიის მთავარი ამოცანაც ეგ იყო - ბორჯომის წყლის მოყოლილი ამბავი, ჩვენი უცხოეული მეგობრებისთვის გაგვეზიარებინა.   

არადა რამდენია მოსაყოლი... 8000 მეტრის სიღრმეში ვულკანური ქანებიდან მთის ნაპრალებს მოუყვება, გზად 60-ზე მეტი ელემენტით მდიდრდება, ჰორიზონტზე სხვა წყლებსაც იერთებს და მიწის გულიდან წამოღებული სითბო ჩვენამდე მოაქვს.
 არ არის სასწაული, მერე როგორ გინდა ეს ამბავი შენთვის დაიტოვო?

Მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი თავგადასავლისა, აღმოვაჩინეთ, რომ ბორჯომს არასდროს უსაუბრია საკუთარი ზღაპრული წარმოშობის შესახებ. 

ან შეიძლება უსაუბრია კიდეც, მაგრამ გულისთქმის ხალხამდე სწორად მიტანას უდიდესი კონცეტრაცია და ძალისხმევა სჭირდება. 

Სწორედ ასეთი შემართებით დაიგეგმა კამპანია, რასაც ბორჯომის ლეგენდის გაცოცხლება ჰქვია. 

რთული იყო, მაგრამ იმდენად გვიყვარს უცხოელი მეგობრებისთვის ჩვენი უნიკალური კულტურის გაზიარება, ამ სირთულეს არ ვუშინდებით, თუნდაც გრავიტაცია დაგვიდგეს წინ. 

 

 

ზურმუხტის ფილებზე დაწერილი Სამყაროს პრინციპები არც აქ დარღვეულა.  

As above, So below…

ახალი კამპანიის კეთებისას ზუსტად იგივე პროცესი მოხდა, რაც ბორჯომის წყლის ფორმირებისას ხდება. 

სასურველი შედეგის მისაღწევად 60-ზე მეტი ელემენტი გაერთიანდა: 

მუსიკოსები, მოცეკვავეები, ქოფირაითერები, ოპერატორები, რეჟისორები, პროდიუსერები, დიზაინერები, მსახიობები… შეზავდნენ ისევე, როგორც მინერალები მიწის წიაღში. ყველამ თავისი საუკეთესო თვისება ჩააქსოვა, რათა ლეგენდა, ბორჯომის წყალივით ცოცხალი და ხელშესახები გამხდარიყო.

შედეგად, ზუსტად ისეთივე უნიკალური და მრავლისმეტყველი კამპანია დაიბადა, როგორიც თავად ბორჯომია. 

შეიძლება სწორედ ეგაა ჩვენი ქვეყნის პოტენციალიც - მრავალი ელემენტის შერწყმით რაღაც ახლის შექმნა, რითაც მართლა შეგვიძლია მთელი მსოფლიო გავაოცოთ.

სამუშაო იმდენად მასშტაბური იყო, ნიკოფსია და დარუბანდი რა მოსატანია, უკრაინიდან ყაზახეთამდე გადაიჭიმა და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. 

გაიშალა ბორჯომის დელტა ყველა არხში, ციფრულშიც და არაციფრულშიც. გაცოცხლდა ირემი, გაცოცხლდა მონადირე, გაცოცხლდა ტყე, გაცოცხლდა სიმღერა, გაცოცხლდა ცეკვა, გაცოცხლდა... არა, წყალი ისედაც ცოცხალი იყო და შეიძლება სწორედ მისმა ჩქეფამ შთაბერა სული სხვა დანარჩენებსაც. 

დედამიწის გულიდან წამოსული ჩუხჩუხი, თინა დალაქიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ადამიანს გაანდო. 

ჩვენი საუცხოო კულტურის ამბავი უამრავი ადამიანის გულისყურამდე მივიდა, თანაც აკრობატული სიზუსტით. 

Ბევრი საუბარი არ არის საჭირო, თავად ნახეთ რგოლიც და სამუშაო პროცესიც.  

ოღონდ ერთი პირობით, ამის შესახებ აუცილებლად უამბეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს, რადგან ეს მხოლოდ ბორჯომს არ ეკუთვნის, აქ ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვისაც აქამდე უცეკვია, უმღერია, უბრძოლია, ხაჭაპური დაუცხვია, უცინია, უტირია, კალო ულეწია, ღვინო დაუწურია, წინდა მოუქსოვია, უნადირია... რომ არა მათი უჩინარი შრომა, ვერც ეს კამპანია შედგებოდა.  ბანალურია, მაგრამ ნამდვილად ასეა. 

ამ რგოლის უკან მართლა მთელი ქვეყანა დგას, და პრინციპში, ჩვენი მიზანიც სწორედ ამის ჩვენება იყო. 

Ბორჯომი, ქვეყნის უკიდეგანო სიმდიდრის ღირსეული მანიფესტაციაა. 

დიახ, Წყალს მეხსიერება აქვს და ბორჯომს ყველაფერი ახსოვს რაც მიწის ზედაპირზე მომხდარა და ამიერიდან მოხდება. 

გაამოთ, ერთ წვეთში ჩატეული საუკუნოვანი ისტორია

   

 

Share on social media