„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს
ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი” ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. მაყურებელს კი საქართველოს გარშემო, დროში და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ – კამპანიის მთავარი გზავნილია.
ახალ კომუნიკაციაში ასახულია სამი ეპოქა – მითიური, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქა. სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
ვიდეო რგოლი გვიამბობს ლეგენდას მონადირეზე, რომელმაც „ბორჯომის” იუვენილური წყალი აღმოაჩინა, იხილა თუ როგორ განკურნა წყალმა დაჭრილი ირემი და ეს ამბავი თაობებს გაუზიარა.
სწორედ ამ ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს – ვინსენტ პერესს უამბობს. შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი მსახიობი, ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას, „ბორჯომის“, როგორც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა.
ვინსენტ პერესი, მსახიობი
„საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ქვეყანა მისი ხალხით, ხელოვნებით და ულამაზესი პეიზაჟებით. საქართველოში ჩამოსვლა განაპირობა, მინერალური წყალი – „ბორჯომის“ ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან ურთიერთობა დამეწყო. საინტერესო და შთამბეჭდავი დასანახია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს. იმედია, მაყურებელიც ისევე ისიამოვნებს ამ სარეკლამო რგოლით, როგორც მე ვისიამოვნე ამ თანამშრომლობით.“
ვახტანგ ანთაძე, „ბორჯომის“ გლობალური ბრენდ დირექტორი
„საქართველო, ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ რჩება „ბორჯომის“ მთავარ სტრატეგიულ ბაზრებად, შესაბამისად, ბრენდს სჭირდებოდა ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს და ამავდროულად, ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართველებს გვიყვარს და გვეამაყება იმაზე საუბარი რაც ქართულ იდენტობას გამოხატავს. „ბორჯომს“, როგორც მაცოცხლებელ წყალს და თავად ლეგენდას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას, ასეთი გადამწყვეტი როლი ხშირად აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ ვინსენტ პერესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ბორჯომისთვის“, არამედ – მთელი საქართველოსთვის. ამ ფორმით ჩვენ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოს ვაცნობთ.“
დავით იაშვილი, „ბორჯომის“ გლობალური კომუნიკაციებისა და კონტენტის მენეჯერი
„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ „ბორჯომი“ მისი ისტორიის განმავლობაში, მაცოცხლებელ ენერგიას გვაძლევდა. ესაა პროდუქტი, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს და ცდილობს, რომ მის შესახებ უამბოს ყველას, გააცნოს მისი ისტორია, გაუზიაროს „ბორჯომის“ უნიკალური გემო და მაცოცხლებელი ძალა. სწორედ ამიტომ, ახალ კამპანიაში წარმოვადგინეთ „ბორჯომი,“ როგორც ქართული იდენტობის და ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელ ნაწილი.“
სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი” მუშაობდა.
ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი
“ბორჯომი ჩვენთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ, „ლივინგსტონმა“ პირველი ჯილდო სწორედ „ბორჯომის“ ბრიფით მოვიგეთ. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ „ბორჯომი,“ როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა.”
ვიდეო რგოლში ჩვენი გამორჩეული მრავალხმიანობის – „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის, რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთვის სტუდია „პოსტრედმა“ დაწერა.
გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში გავა.
სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი – borjomi.com გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა.
Credits:
Client: BORJOMI
Global Brand Director: Vakhtang Antadze
Global Communications and Content Manager: Dati Iashvili
Global Digital Marketing Manager: Nikki Abaishvili
Agency: Leavingstone
Creative Chairman: Levan Lepsveridze
Chief Creative Officer: Anze Jereb
Executive Creative Director: Levan Lepsveridze
Creative Director: Emily Koridze
Art Director: Bruce Lee
Sr. Copywriter: Keti Kipshidze
Copywriter: Qetka Magradze
Account Director: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze
Sr. Account Manager: Salome Martiashvili
Account Manager: Mariam Simonishvili
Design Team Head: Matassi Sulakauri
Design Team: Aniki Gelashvili, Giorgi Jinoridze, Eka Vekua, Mari Onavari, Nikita Mchedlishvili
Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Pikria Javashvili
Production
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Dima Chkheidze
Dop: Sandro Darakhvelidze
Steadicam Operator: Merab Kiknadze
Production Coordinator: Tamta Navrozashvili
Line Producer: Nino Chkhikvishvili
1st AD on Set: Ninutsa Sinjikashvili
1st AD Prepro: Maia Imedashvili
Production Design: Polina Rudchik, Sandro Nadareishvili
Props Master: Zaza Vashakmadze
Set Design Assistant: Zaza Gogorishvili, Nika Badashvili
Decorations by Jimsher Berdzenishvili and KinoFactory
Gaffer: Giorgi Gogatishvili
Light Department: Vazha Aprasidze, Giorgi Gogbaidze, Akaki Kurdadze, Robert Araqeliani, Giorgi Chubinidze, Ghvtiso Melashvili, Shalva Leluashvili, Archil Samkharadze, Bidzina Chkheidze, Bidzina Chinchaladze, Datuna Arabidze
Camera Crew: Bacho Budu Iakobidze, Khatia Khalvashi
1st AC: Irakli Duru Zhgenti
Dolly: Ghvtiso Melashvili, Bacho Jakhua
Costume Designer: Ika Bobokhdze
Wardrobe Assistant: Mariam Sabanadze, Elene Zvanbaia, Nino Zvanbaia, Nini Natelashvili, Ana Pailodze
MUA & Hair: Madonna Chanturia, Teo Glonti, Eka Lomtadze, Nino Dashniani
Casting Manager: Nutsa Abashidze
Casting Assistant: Elene Kekelidze
Stunt Department: K2 Club
Stunt Coordinator: Giorgi Komakhidze
Location Manager: Inna Margvelashvili
Location Manager on set: Nino Jvania
Set Manager: Giorgi Peradze
Production Assistant: Ana Gazdeliani
Runners: Giorgi Tsikhishvili, Giorgi Barbaqadze
Special Effects: Ioseb Gvasalia, Dato Gvasalia, Alexandre Gvasalia, Sandro Gvasalia, Rostom Giorgadze, Stanislav Pestov
DIT Operator: Boris Ostaev
Drivers: Kakha Gugushvili, Goga Rodonovi, Lasha Kiladze, Giorgi Aslamazishvili
Cleaning Lady: Marine Lomidze
Catering: Belgian Waffle
Rental: Jaga Grip
Storyboard Artist: Irakli Toidze, Qetka Magradze
Photographer: George Kolbaia
Assisting Photographer: Elene Gomelauri
BTS Operators: Giorgi Chekurishvili, Dato Chekurishvili
Choreographer: Muro Gagoshidze
Ensemble: Georgian National Ballet Sukhishvili
Celebrity Shooting Team:
DP: Vigen Vartanov
Gaffer: Giorgi Gogatishvili
Camera Crew: Nika Ghoghoberidze, Tsotne Chkheidze
Focus Puller: Erekle Tskhelishvili
MUA & Hair: Ekaterine Chanchibadze
Producer, Vincent Perez Representative: Nikoloz Khomasuridze
Celebrity coordinator: Nini Saralidze
Catering: Fiesta
Post Production
Visual Effects: Highway VFX
VFX Supervisor: Luka Jgarkava
VFX Producer: Levan Lapachi
VFX Lake Scene: Garnamatac
Music by Zviad Mgebry (POSTRED)
Vocals: Lua
Color Correction: Pavel Marko (UPP Prague)
Sound Design: Paata Godziashvili
Sound Production & Post-Production Service: Studio Phonograph
Sound Recording: Salome Akhaladze, Paata Godziashvili
Voice Casting: Artur Stepanyan
Voiceover Artist: Varlam Korshia
Special Thanks to Beqa Adamashvili, Lili Ninidze, Michelle Lepsveridze, Borjomi Rangers and to all Cast & Crew members!