სიახლეები

სიახლეები

08 მაისი, 2026

ENERGIA BY BORJOMI წარმოგიდგენთ „ენერგიის კლუბს“ ბუნების ძალა და სპორტის ენერგია ერთიანდება

ENERGIA BY BORJOMI-ის წარმატებული წარდგენის შემდეგ, ბრენდი ახალ ეტაპზე გადადის და ქმნის „ენერგიის კლუბს“ , რომელიც სპორტს, ენერგიასა და ბუნების ძალას აერთიანებს. ეს არის სივრცე მათთვის, ვისთვისაც ენერგიის მიღება და სპორტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ პორტფელი ორი თვის წინ გააფართოვა და საზოგადოებას ინოვაციური ენერგეტიკული სასმელი - „ენერგია ბორჯომისგან“ წარუდგინა. „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილმა პროდუქტმა დაამტკიცა, რომ ენერგეტიკული სასმელიც შეიძლება იყოს ერთდროულად ნატურალური და ეფექტური. სწორედ უნიკალურმა შემადგენლობამ განაპირობა მომხმარებლის ინტერესი, პროდუქტის წარმატება და ძლიერი პოზიცია ბაზარზე. მრავალფეროვანი საკომუნიკაციო აქტივობების შედეგად, ახალი ენერგეტიკული სასმელის კამპანია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და წარმატებული აღმოჩნდა. 

ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებული ემოციური კავშირი ძლიერდება და ახალ ეტაპზე გადადის. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „ენერგიის კლუბი“, რომელიც აერთიანებს იმ სპორტსმენებს, ვისი სახელიც დაკავშირებულია არაერთ საამაყო წუთთან და მოვლენასთან. კლუბის პირველი წევრები არიან: საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი, ესპანური ტიტულოვანი კლუბის, FC Barcelona-ს მოთამაშე - თორნიკე შენგელია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ისტორიული პენალტების სერიის პირველი დარტყმის შემსრულებელი, ლეგენდარული კლუბის, ლისაბონის Sporting CP-ის მოთამაშე - გიორგი ქოჩორაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ PAU-ს კაპიტანი, ჩვენი შერკინების მთავარი ძალა -  ბექა გორგაძე. 

გიორგი ქოჩორაშვილი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ლისაბონის Sporting CP-ის ფეხბურთელი:

„ფეხბურთი ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა ენერგიის მისაღებად და დასახარჯად, ამიტომ, ძალიან მარტივი იყო მეპოვა კავშირი „ბორჯომის“ ენერგეტიკულ სასმელთან. ამასთან, დიდი პატივია, ვიყო ახალი კამპანიის ნაწილი საქართველოს ორ გამორჩეულ კაპიტანთან - თორნიკე შენგელიასთან და ბექა გორგაძესთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ,,ენერგია ბორჯომისგან'' მისი სიმსუბუქით, მრავალფეროვანი გემოებითა და ნატურალური შემადგენლობით, ბევრი ადამიანის დღეს ენერგიით აავსებს.“

თორნიკე შენგელია, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, FC Barcelona-ს კალათბურთელი: 

„პროფესიონალურ სპორტში ენერგია და კონცენტრაცია, ყოველდღიურად, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი, რომელსაც ვიღებ, იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ - ნატურალური შემადგენლობისაც. სწორედ ამიტომ, „ენერგია ბორჯომისგან“  ჩემს ყოველდღიურ რეჟიმს ერგება. მიხარია, რომ ამ კლუბის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ. იდეას, რომელის გარშემოც ეს პროდუქტი და კლუბი შეიქმნა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუზიარებ.“

ბექა გორგაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და საფრანგეთის TOP14-ის კლუბ PAU-ს კაპიტანი:

„ჩემთვის დიდი პატივია „ბორჯომთან“ თანამშრომლობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროდუქტის შემადგენლობამ მიმაღებინა, რომელიც ხელს უწყობს მის ხშირად გამოყენებას და შედეგის გაუმჯობესებას.“

„ენერგია ბორჯომისგან“ არ შეიცავს დამატებულ შაქარს, მის შემადგენლობაშია მხოლოდ ხილის წვენიდან მიღებული კალორიები, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულა კი უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ენერგიას.   „ენერგიის კლუბი“  ბრენდმა პირველად საქართველოში წარადგინა, მომდევნო წლებში კი სხვა ბაზრებიც დაემატება. „ენერგიის კლუბი“ ეტაპობრივად გაფართოვდება, როგორც ათლეტების, ისე სპორტის სხვადასხვა დისციპლინის მიმართულებით.

 

Share on social media