მაცოცხლებელი წყალი

მაცოცხლებელი წყალი

14 მარტი, 2025

“ჩვენი რიტუალი” - ბორჯომის და ლივინგსტონის ახალი კამპანია

“გახსენი, ისიამოვნე, იგრძენი სიმსუბუქე” — ის ახალი რიტუალია, რომლითაც ქართულმა მინერალურმა წყალმა “ბორჯომმა” მომხმარებელს ვიდეო რგოლი გააცნო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის წინაშე ახალი კამპანია წარადგინა. 


კამპანია და ვიდეო კონცეფცია სააგენტო “Skipads-მა” შექმნა, ხოლო მის აღსრულებაზე კრეატიულმა სააგენტო “ლივინგსოტმა” იმუშავა. ბრენდის 135 წლიანი მემკვიდრეობა სხვადასხვა ეპოქით გადმოგვცა და “ბორჯომის” ისტორიული როლი შეგვახსენა. 

წლების მანძილზე მინერალური წყალი გასტრონომიის უცვლელი წევრი იყო. ეს ტრადიცია კი, დღესაც გრძელდება. “ბორჯომი” ოჯახური შეკრებებისა თუ ფართოდ გაშლილი სუფრების ერთ-ერთ მთავარ გმირად რჩება. თავისი უნიკალური თვისებებით კი, ყოველ კერძს უფრო მსუბუქსა და გემრიელს ხდის. 

ქართული კულტურისა და კულინარიული სამყაროს ავთენტურად საჩვენებლად გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კავკასიონის ხედებიდან შავი ზღვის სანაპირომდე “ბორჯომმა” ნამდვილი გასტრომონიული თავგადასავალი შექმნა.

ემილი ქორიძე,
ლივინსტონის კრეატივ დირექტორი

Ბორჯომთან ერთად გადაღებები ყოველთვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა, იქედან გამომდინარე რომ ახალი სტრატეგიით ბორჯომი კიდევ უფრო უკავშირდება ქართულ ფესვესბს, ვცდილობთ რგოლებში აქცენტი გავაკეთოთ ქართულ ბუნებაზე, სამზარეულოზე, კულტურაზე, მუსიკაზე… რაც საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ საქართველოს ბევრი ლამაზი მხარე, გავაცოცხლოთ ყველასთვის საყვარელი ქართული მელოდიები და კიდევ ერთხელ ავსახოთ ეკრანებზე ის რაც გვიყვარს და გვეამაყება, ეს ყველაფერი კი დიდ შრომასთან და პატარ-პატარა გამოწვევებთან არის დაკავშირებული.


ლევან ლეფსვერიძე,

ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი

ბორჯომი გლობალ ბრენდია, შესაბამისი სტანდარტებით. ჩვენი კამპანიები ერთდროულად რამოდენიმე ბაზრისთვის მზადდება ხოლმე, რის გამოც კამპანიის ბოლოს ვაბარებთ ასეულობით განსხვავებულ ქონთენთს. წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბია. ეს ჩვენთვის ყოველთვის ახალი პროფესიული გამოწვევა და სწავლის შესაძლებლობაა. იშვიათად შევხვედრილვარ საქართველოში ბრენდს ქონდეს ასეთი კომპლექსური და ამბიციური პროექტები. 

წლევანდელი კამპანიით გვინდოდა ლამაზად და ეფექტურად გვეჩვენებინა, რომ ბორჯომი ჩვენი კულტურის, სტუმარ-მასპინძლობის და საამაყო გურმანული თავგადასავლების განუყოფელი ნაწილია. ბორჯომი საშუალებას გვაძლევს ბოლომდე ვისიამოვნოთ მრავალფეროვანი კერძებით, თანაც ისე რომ არ დავკარგოთ ლაღად მოლხენის ქართული ტრადიციული ნეტარება. 

 

Share on social media