“ბორჯომის” განახლებული ვიზუალური იდენტობა
უკვე 135 წელია, რაც ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ისტორიას ქმნის. მდიდარი წარსულითა და უნიკალური ბუნებრივი შემადგენლობით ამაყი ბრენდი, მსოფლიოს უამრავ ბაზარზე ახალი ვიზუალური იდენტობით წარსდგება.
რედიზაინი ბრენდის მემკვიდრეობით, ტრადიციების დაფასებითა და უმაღლესი ხარისხის ხაზგასმითაა შექმნილი. სწორედ ასე აგრძელებს “ბორჯომი” ვიზუალური თანმიმდევრულობის შენარჩუნებას როგორც მთავარ, ასევე ინოვაციურ პროდუქტებში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.
განახლებული იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. ახალ შეფუთვაზე “ბორჯომის” სახასიათო სიმბოლო — ირემი, ბოთლის როგორც წინა, ასევე ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. ამაყად მდგარი ირემი “ბორჯომის” აღმოჩენის ლეგენდას გვახსენებს. ამასთან ერთად კი, სწორედ იმ სიამაყის გრძნობას გადმოსცემს, რომელიც ბრენდს საკუთარი წარსულის მიმართ აქვს.
ისტორიის მანძილზე “ბორჯომის” პეიზაჟი ბოთლზე ოვალური ფორმით იყო განთავსებული. ამ მემკვიდრეობის ხაზგასასმელად ბორჯომის მთების კომპოზიცია ირემთან ერთად კვლავ ამ სახით შეგვხვდება, თუმცა, ამჯერად ოვალი თანამედროვე ვიზუალითაა შეცვლილი, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ბრენდის პრემიალურობას.
განახლებული შეფუთვა ბრენდს კონსისტენტურობის შესაძლებლობასაც აძლევს — გააფართოვოს პროდუქტთა კატეგორიები ისე, რომ მათ შორის კავშირი არ დაკარგოს. ბრენდისა და ქვებრენდის ვიზუალური განგრძობითობის დასტური კი, “ბორჯომის” ინოვაციური პროდუქტი — ლიმონათია.
“დიზაინ არქიტექტურის ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, უკეთ ცნობადს ხდის “ბორჯომის” სხვადასხვა პროდუქტებს, მეორე მხრივ კი, ბაზისია ახალი კატეგორიების შესაქმნელად” — ასე აღწერს განახლებას ვიზუალური იდენტობის ავტორი ოსბორნ პაიკი.
დღეს “ბორჯომი” სწორედ ის ბრენდია, რომელიც თავისი ისტორიის ერთგული რჩება. ამ საამაყო ლეგენდას კი, ბრწყინვალედ გვიყვება განახლებული შეფუთვით. სწორედ ასე, საკუთარი ისტორიის სიამაყით, უმაღლესი ხარისხის გამოკვეთითა და ვიზუალური თანმიმდევრულობის შერწყმით “ბორჯომი” ახერხებს, ქართული კულტურა თითოეულ მომხმარებელს გაუზიაროს.