ნახე ვიდეო

იუვენილური
წყალი

უკვე 135 წელია რაც „ბორჯომის" ხელუხლებელი, იუვენილური წყალი მაცოცხლებელ ძალას გვანიჭებს. მცირე კავკასიონის წიაღში — 8 000 მეტრის სიღრმიდან იწყებს მოგზაურობას და ზედაპირზე ამოსვლამდე გზად 60-ზე მეტი მინერალით და უნიკალური კომპლექსით მდიდრდება.

სწორედ უნიკალური შემადგენლობა ხდის მას განსაკუთრებულს და სხვა წყლებისგან გამოარჩევს.

კავკასიონის

წიაღიდან მიწის

ზედაპირამდე

Click the droplets

ვულკანურ ქანებში
დაბადებული „ბორჯომი"

„ბორჯომი" სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ზედაპირზე თბილი ფორმით — 37-41°С ამოდის, გზად კი, 60-ზე მეტი მინერალით და უნიკალური კომპლექსით მდიდრდება.

მოგზაურობა

მიწის სიღრმეში

„ბორჯომი" მიწის წიაღში არსებული მტკნარი და მინერალიზირებული წყლების შერევის შედეგად წარმოიქმნება. მიწის ზედაპირამდე ,,ბორჯომი‘’ მთის ქანების ნაპრალებით მოგზაურობს. ამ გზაზე ვულკანური წარმოშობის გაზისა და წყლის ნაზავი ქანებს შლის, რაც „ბორჯომს" მინერალებით ამდიდრებს.

ვულკანური

წარმოშობა

„ბორჯომი“ მიწის ქერქში არსებული ვულკანური კერიდან ნაპრალებით შემოჭრილი, ნახშირორჟანგით გაჯერებული წყლისა და გაზის ფლუიდის აღმავალი ნაკადის მიწისქვეშა წყლებთან შერევის შედეგად წარმოიქმნება. 8 000 მეტრი სიღრმიდან კი მიწის ზედაპირამდე, ნახშირორჟანგა გაზისა და ტემპერატურის დახმარებით აღწევს.

60+ მინერალი

წყლის თითოეულ წვეთში

მიწის სიღრმიდან ზედაპირამდე მოგზაურობისას, ბორჯომი მცირე კავკასიონის მთების ქანებში არსებული 60-ზე მეტი უნიკალური მინერალის კომპლექსით მდიდრდება. მის შემადგენლობაშია კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და სხვა მინერალების კომპლექსი. 

უკვე 135 წელია მინერალური წყალი ბორჯომი თავისი უნიკალური შემადგენლობითა და თვისებებით გვაგრძნობინებს სიმსუბუქეს ნებისმიერი კერძის შემდეგ. 

გახსენი, ისიამოვნე,

შეიგრძენი სიმსუბუქე

მაცოცხლებელი წყალი

ჩვენი ლეგენდა

ლეგენდა საქართველოდან
მაცოცხლებელი მახასიათებლები
ისტორიული მემკვიდრეობა