გულშემატკივარი

ბლოგები
ოთარ  ნინოშვილი - საბაგიროს გამცილებელი

ოთარ ნინოშვილი - საბაგიროს გამცილებელი

ზაზა ფაჩულია – გზავნილი მომავალ კალათბურთელებს

ზაზა ფაჩულია – გზავნილი მომავალ კალათბურთელებს

ბოლოს დამატებული ბლოგები
ნახე ყველა
ლიზი ნატბელაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე

ლიზი ნატბელაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე

ადამიანები ბორჯომიდან  ისტორია #12  ლიზი ნატბელაძე - ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე  12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 10 წელზე მეტია ახალი თაობის ინტერსების, მათი გეგმების და პროექტების მხარდამჭერია კომპანია „ბორჯომი“ და ბორჯომის ტრენინგ ცენტრი, რომელიც 5000-ზე მეტი მოსწავლისთვის იქცა საყვარელ ადგილად. ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ეს კედლები კი მათ ყოველთვის ბავშვობაში აბრუნებს. „ადამიანები ბორჯომიდან“, პროექტის მე-12 გმირს, უკვე პირველი კურსის სტუდენტს ლიზი ნატბელაძეს გაგაცნობთ.  „ბორჯომი ჩემთვის ყველა ტკბილ და ბედნიერ მოგონებასთან ასოცირდება, სასწაულია ამ პატარა, მთებს შორის ჩაფლულ, ქალაქს როგორ მარტივად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გულის მოგება. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის ადგილები, სადაც მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ინტერესებს ვუზიარებთ. მათ შორის არის ბორჯომის ტრენინგ ცენტრი - არაფორმალური განათლების კერა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ეს ადგილი უკეთესობისკენ ცვლის ახალგაზრდების ცხოვრებას. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ჩემს მასწავლებლებზე, მეგობრებზე და იმ დღეებზე, რომლებიც ბორჯომის ტრენინგ ცენტრთან მაკავშირებს. დღეს მე გერმანიაში წასასვლელად ვემზადები, სწავლას პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით გავაგრძელებ იმ სამი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში, რომელსაც საბოლოოდ ავირჩევ. ევროპაში განათლების მიღება ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება და მიზანი იყო. ახალი და გამოწვევებით სავსე ეტაპის დასაწყებად მზად ვარ, მიხარია, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი მყავს, ვინც მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.  მეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ვიზრუნებ ჩემი ქალაქის განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე. ყველას, ვინც ბორჯომში ჯერ ნამყოფი არ არის, მოვუყვები მინერალურ წყალზე, რომლითაც თითოეული ბორჯომელი ამაყობს. გავაცნობ მთებში ჩაფლული ქალაქის სილამაზეს და აუცილებლებად მოვუყვები ბორჯომის ტრენინგ ცენტრზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა, როცა ძალიან მჭირდებოდა სიახლეები და ინტერსების გაფართოება.“  
14 ნოემბერი, 2024
ვიოლეტა ბალახაშვილი - ისტორიკოსი

ვიოლეტა ბალახაშვილი - ისტორიკოსი

ქალაქის და ქვეყნის საგანძურის მცველი 31 წლის განმავლობაში იყო. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, განსაკუთრებული სიყვარულით უფრთხილდებოდა, მათზე ზრუნავდა და ამ საქმეს მომავალ თაობასაც აყვარებდა.  „მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში დარწეულ-ნასაზრდოები ქართული მიწა, ულევი ისტორიით. უსაძირკვლო შენობა-მუზეუმი, ასევე უზომოდ საინტერესო ისტორიით. ერის საუნჯე, ერის საგანძური, ერის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ისტორიას უხსოვარი დროიდან ხელისგულზე გადმოგვიშლის,“ - ასე გვიზიარებს ვიოლეტა ბალახაშვილი თავის ემოციებს, რომლებიც მუზეუმთან აკავშირებს. 27 წლის განმავლობაში მუზეუმის დირექტორი იყო, დღეს ჩვენი მეგზური ამ უძველეს კედლებში სწორედ ის არის, თვითონაც წარსულში ბრუნდება და ცდილობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ფაქტობრივი სიზუსტით გაიხსენოს და შემდეგ ჩვენ გაგვიზიაროს.  „სასიხარულოა რომ,  წლების წინ გაკეთებულმა  ექსპოზიციებმა - თანაც ოთხმა,  დროს გაუძლო. ასეულობით ჩატარებული ექსპედიცია, სამეცნიერო-თეორიულ კონფერენციები, ფოლკლორული საღამოები, საინტერესო შეხვედრები, არქეოლოგიური ანგარიშები, ბევრი წარმატება და აღიარება - ასეთი იყო მუზეუმში გატარებული წლები. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს მხოლოდ ჩვენი ხეობისათვის დამახასიათებელ ბრინჯაოს დისკოებს და ქამრის ბალთებს. ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია მინერალური წყალი „ბორჯომი,“ რომელიც ჩვენი სიამაყეა. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის გზაგასაყარზე იცოდნენ ამ წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ. ვამაყობ, რომ ისტორიული მინერალური წყლის, უძველესი ბოთლები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული,“ - ეს წარსულში მოგზაურობის მცირე ფრაგმენტია, რომელიც ქალბატონმა ვიოლეტამ გაგვიზიარა.  მუზეუმთან განშორება მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა, ქალაქზე ზრუნვას ვიოლეტა ბალახაშვილი დღესაც აგრძელებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და დღესაც მზად არის, რომ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან გააცნოს ულამაზესი ბორჯომი უდიდესი წარსულით. 
21 აგვისტო, 2024
სალომე მიქელაშვილი -  მსახიობი

სალომე მიქელაშვილი - მსახიობი

ის წლების წინ, ამ ქალაქის განსაკუთრებული ენერგეტიკით იმდენად მოიხიბლა, რომ საცხოვრებლად თბილისიდან ბორჯომში გადავიდა. ბათუმთან ბავშვობა, თბილისთან სტუდენტობა, ბორჯომთან კი მეუღლე, შვილები და დღეს უკვე საყვარელი საქმეც აკავშირებს. ყველაზე დიდ დროს, ბორჯომის სახალხო თეატრისა და ბორჯომის თოჯინების თეატრის სცენაზე ატარებს, მაყურებლისგან უდიდეს ემოციას იღებს, რომელიც მუდმივად ახალ იდეებს ბადებს. ბორჯომი იმდენად უყვარს, რომ თბილისში დაბრუნებას აღარ განიხილავს. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულია და თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან და თანამშრომლებთან ერთად, ქალაქის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.  „ბავშვების განვითარებისთვის, აუცილებელია თეატრი. ვფიქრობ, რომ ბორჯომი თეატრმა უფრო მეტად გამოაცოცხლა, სხვა რიტმი შესძინა. ეს ქალაქი ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულია, მიყვარს მისი ფერები, სიმწვანე და ჰაერი, რომელიც სხვაგან არსად არის,“ - ეს ნაწილია იმ ემოციის, რომელიც სალომეს ბორჯომთან აკავშირებს. დაუსრულებლად შეუძლია მოგიყვეთ იმ სურვილებზე და გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს.  მეგობრებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის, სალომეს ოჯახი მასპინძლის როლშია. საყვარელ ადგილებთან ერთად, ყველას უყვებიან „ბორჯომის“ მინერალური წყლის უნიკალურ თვისებებსა და ისტორიაზე, რომლის გარეშეც ეს ქალაქი წარმოუდგენელია.
26 ივნისი, 2024
კობა სილაგაძე - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე  

კობა სილაგაძე - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე  

ბორჯომსა და ბაკურიანში ყველა ადამიანი ტყის სიყვარულით იზრდება, თუმცა, ზოგჯერ ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ პროფესიაც ტყეს და მასზე ზრუნვას უკავშირდება. ასე მოხდა კობა სილაგაძის შემთხვევაშიც. უკვე 14 წელია ამ საქმეს ემსახურება და მისთვის ყოველი დღე ტყეზე ფიქრით იწყება. ​  „ეს არის საქმე, რომელიც ხალხზე და ბუნებაზე ზრუნვას აერთიანებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით ვუფრთხილდები საქართველოს გარემოს. მეტყევის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მეტყევეები ამ დამოკიდებულებას ვუზიარებთ სხვებსაც. ჩვენთან ერთად ისინიც ტყის მცველები ხდებიან, უფრთხილდებიან და უხეშად არ ერევიან ტყის ცხოვრებაში. ყოველთვის ვამბობ, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეთა სიმრავლე, ეს გაცილებით მეტია, სიცოცხლის წყაროა,“ - დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს ამ კავშირზე, რომელიც მის ოჯახში ჯერ ძმამ დაიწყო, შემდეგ კი კობამ გააგრძელა. ბევრი რამ უფროსი კოლეგებისგან ისწავლა, ახლა თვითონაც მზად არის ახალგაზრდებს გაუზიაროს გამოცდილება და რაც მთავარია, გაუზიაროს ტყის სიყვარული.  ყველა ხე და ადგილი მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ხედი, რომელიც ამ მთებიდან იშლება თავის ისტორიას ატარებს. თუმცა, კითხვაზე, რომელია მისთვის განსაკუთრებული ადგილი, პასუხი მარტივად მისახვედრია - „საქართველოში უამრავი ლამაზი ტყეა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ბორჯომის და ბაკურიანის ტყეებია, როგორც ყველა ადამიანისთვის, ვინც აქ დაიბადა და ამ ადგილის დიდი სიყვარულით გაიზარდა. ყოველდღე ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი დარგული ნერგები, რომელიც დღეს უკვე ტყის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის არის, კომპანია „ბორჯომის“ მიერ დარგული ნერგები და აღდგენილი ტყე, ვამაყობ, რომ ყველა დარგვის მონაწილე ვიყავი.“
26 ივნისი, 2024